Pages

Wednesday, March 31, 2010

Angelina Jolie


ნამდვილი სახელი: ანჯელინა ჯოლი ვოი (Angelina Jolie Voight)
დაბადების თარიღი: 04 ივნისი 1975
აბადების ადგილი: ლოს ანჯელესი კალიფორნია აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი რეჟისორი

სიმაღლე: 1.73 მ

ანჯელინა ჯოლი – ვოიტი დაიბადა 4 ივნის 1975 წელს. მისი მშობლები – ცნობილი მსახიობი ჯონ ვოიტი, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა 1978 წელს როლისთვის სურათში 'სახლში დაბრუნება' და ყოფილი მოდელი მარსელინა ბერტრანი – განქორწინდნენ, როდესაც გოგონა მიახლოვებით ორი წლის იყო. მალევე დედა ანჯელინასთან და მის უფროს ძმასთან ჯეიმსთან ერთად ნიუ–იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჭორებისგან და მონათქვამებისგან შორს. ისინი სიღარიბეში ცხოვრობდნენ, თუმცა ადამიანები დარწმუნებულებ იყვნენ, რომ მსახიობის ოჯახს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა დასტინ ხოფმანთან ერთად ფილმში 'Midnight Cowboy', ფული თავსაყრელად უნდა ქონოდა. ანჯელინა ჯოლი ცხრა წლის ასაკში პირველად წაიყვანეს გასვენებაში– მისი ბაბუა გარდაიცვალა. გოგონა გაოგნებული იყო ამ ცერიმონიით – სამგლოვიარო კოსტუმები, ყვავილები საფლავზე, სევდიანი მუსიკა. მას მოეჩვენა, რომ ქვეყანაზე ამაზე მშვენიერი არაფერია! და იმ დროიდან მან მხოლოდ შავი ტანსაცმლის ტარება დაიწყო, სასაფლაოებზე სეირნობა და ბალზამირების ხელოვნებაზე წიგნების წაკითხვა. და ოცნებობდა ის ახლა არა სამსახიობო ცნობილებაზე, არამედ სამგლოვიარო ბიუროს მეპატრონეობაზე... ანჯელინა ჯოლიმ ცამეტი წლის ასაკიდან დაიწყო თავისი ცნობილი ცივი იარაღის კოლექციის შეგროვება – დანების, თოთხმეტი წლის ასაკში კი სახლში მეგობარი ბიჭი მოიყვანა, რომელთანაც ერთად 2 წელი იცხოვრა. მაგრამ ანჯელინას სიკვდილთან თამაშის მუდმივმა სურვილმა, დანებთან ექსპერემენტების ჩატარებამ (მისი ხელები სულ ჭრილობებში იყო) ბოლოს და ბოლოს მის ბოიფრენდს თავი მოაბეზრეს. თექვსმეტი წლის ასაკში ის კინაღამ დაიღუპა, ექიმებმა ის ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს – სახიფათო თამაში დასრულდა ძილის არტერიის უზარმაზარი ჭრილობით... და ზუსტად მაშინ წავიდა მისგან მისი მიგობარიც. იმ დროს მოსაგონებლად ანჯელინას სხეულზე უამრავი სვირინგი დარჩა იაპონური იეროგლიფების, ჯვრების და დრაკონების გამოსახულებით. ანჯელინა ჯოლიმ ადრე დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. დარბოდა მოსმენებზე, სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა, ცნობილ მუსიკალურ ჯგუფებთან ჩანაწერებს ამზადებდა. და ყველგან როგორც ჯოლი წარმოიდგენდა თავს – მამასთან არანაირი კავშირი მას არ სურდა. მისი პირველი დიდი როლი იყო ფილმი 'კიბორგი 2: შუშის ჩრდილი'. მაგრამ, როდესაც საკუთარი თავი იხილა ამ ფილმში, უზარმაზარი ზიზღის გრძნობა განიცადა. და კვლავ მასზე ამ ფაქტმა მძიმედ იმოქმედა... სიკვდილი მას კვლავ ძველებურად ეჩვენებოდა ბევრად უფრო მშვენიერ და მიმზიდველ, ვიდრე უგემური და მოსაწყენი ცხოვრება. მაგრამ მაინც ამ ცხოვრებასთან ანგარიშწორება მან ვერ გაბედა. და მაშინ ანჯელინამ გადაწყვიტა დაქირავება... პროფესიონალი ქილერის, რომ მას ის მოეკლა... მას საოცრად გაუმართლა, რადგან ამ ადამიანის სახით ის საკუთარ მფარველი–ანგელოზს შეხვდა. 'ვინ იცის, ცხოვრება ისეთი ცვლილებადია! იქნებ, უკვე მალე შეიცვლება ყველაფერი და შენ სიცოცხლის სურვილი გაგიჩნდება!' – ამ საყვარელმა და ძალიან სიმპატიურმა 'პროფესიონალმა' შეძლო გოგონას გადარწმუნება და ფულის გამორთმევაზეც უარი უთხრა. მეტი მას ის არასოდეს უნახავს... წინასწარმეტყველება ახდა. დედამ დაარწმუნა ის არ გადაეგდო მომდევნო გამოგზავნილი სცენარი, და მალევე ანჯელინა აღმოჩნდა ფილმი 'ხაკერების' გადასაღებ მოედანზე. რა თქმა უნდა სრული სისულელე, რაღაცა კომპიუტერების შესახებ – მოკლედ, კინო თინეიჯერებისთვის. სამაგიეროდ ის გადაღებებზე ახალგაზრდა ინგლისელ მახიობს შეხვდა ჯონი ლი მილერს. მათ ერთმანეთი პირველი შეხედვიდან შეუყვარდათ. ჯონის მისი ნახევარი სიტყვიდან ესმოდა. მათი ქორწილი დიდი ხნით დაამახსოვრდა ყველას. ახალგაზრდები ეკლესიაში შავ შარვლებში და თეთრ მაისურებში გამოჩნდნენ. პატარძალს ზურგზე საქმროს სახელი იყო დაწერილი სისხლით. როდესაც ანჯელინა ჯოლი ჯონის გაყვა ცოლად, მან ცხოვრებას და კინოს გემო გაუგო, დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა უამრავ გადაღებებში. სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში გადაღებების გამო მათ არც ისე ბევრი დრო გაყავდათ ერთად. ზუსტად ამიტომაც ანჯელინას ჯონის კომპიუტერული თამაშების სიყვარულმა გაღიზიანება დაუწყო, განსაკუთრებით მისმა ყველაზე საყვარელმა... განსაკუთრებით ქმრის საყვარელმა თამაშმა – 'ლარა კროფტი'. მოკლედ ქორწინება მხოლოდ ნახევარი წელი გრძელდებოდა. ამბობენ, რომ წლების შემდეგ ანჯელინა ჯოლი დათანხმდა როლზე, რომელმაც ის სუპერვარკვლავად აქცია, ბლოკბასტერში გადაღებუის ამ კომპიუტერული თამაშის მოტივებზე. ანჯელინას ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სამსახიობო სამუშაოს მიმართ. ამიტომაც როდესაც მან ფსიქოლოგიურ დრამაში ითამაში 'ჯია', სადაც იტალიური მოდელის როლიშეასრულა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული, ნაჯელინამ გადაწყვიტა თავზე სპეციალური საკრავი არ დაედო, არამედ თავი გადაეპარსა... მან კატეგორიული უარი სთქვა ფილმში 'ჩარლის ანგელოზები' მონაწილეობაზე, მაგრამ დათანხმდა როლზე ფილმში 'Gone in Sixty Seconds' ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით. 45 წლის ბილი ბობ ტორნტონს, ასევე სკანდალური ჰოლივუდის ქრონიკების მუდმივ გმირს, მეგობრები ხშირად ეუბნებოდნენ: 'შენ აუცილებლად უნდა გაიცნო ეს მსახიობი. მას ანჯელინა ჯოლი ჰქვია. თქვენ უბრალოდ შექმნილები ხართ ერთმანეთისთვის.' ისინი შეხვდნენ ფილმის 'Pushing Tin' გადაღებებზე და მაშინათვე ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ დროიდან ისინი სცდილობდნენ ერთმანეთს არ გაშორებულიყვნენ, თმცა ვერც აფიშირებდნენ თავის ურთიერთობებს: ბილი უკვე იყო დანიშნული მსაიობთან ლორა დერნთან, ანჯელინას კი ჯერ ჯონისთან განქორწინება უნდა გაეფორმებინა. პირველად საზოგადოებაში ისინი გამოჩნდნენ 2000 წლის მარტში, როდესაც ანჯელინა ოსკარით დაჯილდოვდა მეორე ხარისხოვანი როლისთვის ფილმიში ' შეწვეტილი სიცოცხლე'. ქორწილი კი ლას ვეგასში ითამაშეს. ცერიმონიაზე, რომელიც მათ 189 დოლარი დაუჯდათ, ისინი მოვიდნენ, რა თქმა უნდა, ჯინსებში და მაისურებში... ახალდაქორწინებულები მართლაც ერთმანეთს უზომოდ უხდებოდნენ და ერთმანეთის ესმოდათ. მათ არასოდეს გაუკეთებიათ ერთმანეთისთვის ბანალური საუქრები. მაგალითად ბილიმ საყვარელ ქალს ერთხელ აჩუქა პატარა ღორი მისს ფიგი, ჯოლიმ კი საპასუხოდ მას 10 ათას დოლარად ლაკის საბილიარდო მაგიდა. მაგრამ მათი იდილია კინომ დაამსხვრია. ამ ჯერად ანჯელინას მოუწია მონაწილეობა ფილმში 'საზღვრის მეორე მხარეს', სადაც საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლის როლი შეასრულა. გადაღებების მერე ანჯელინა აფრიკაში გაემგზავრა კომბოჯაში . სადაც მსახიობი იმდენად გაოგნებული იყო ნანახით, რომ მილიონი დოლარი გადარიცხა ერთერთ ბავშთა თავშესაფარში. ამ თავშესაფარში მან ნახა პატარა ბავში და დაიფიცა, რომა მაც იქიდან წაიყვანდა. მან მოახერხა ბილის დარწმუნებაც მასთან ერთად კომბოჯაში გაფრენილიყო, თუმცა ის, როგორც ცნობილია თვითმფრინავებს ვერ იტანს. ის უკვე მაშინ არ იყო დიდათ კმაყოფილი ამ იდეით, მაგრამ ნახევარი წლის მანძილზე, სანამ ქაღალდებს აფრომებდნენ, ამბობდა, რომ არ არის წინააღმდეგი ოჯახის გაფართოვებაზე. თან ანჯელინამ ხელი მოაწერა იმ დროს 'ლარა კროფტის' კიდევ ორ სერიაში მონაწილეობაზე და იძულებული იყო სამი წლის განმვლობაში ბავში არ გაეჩინა. მაგრამ, როდესაც მათ სახლში რვა თვის ბავშვი გაჩნდა, სახელად მედოქსი, ყველაფერი შეიცვალა. ის სულ ბავშთან ატარებდა დროს და სულ დაივიწყა მოსიყვარულე მეუღლის ვალდებულებებზე. ღამითაც ბავშს მათთან ერთად ეძინა. მოკლედ მათი ქორწინებაც დასასრულს მოუახლოვდა ძალიან მალე.      

Will Smith


ნამდვილი სახელი: უილიამ კრისტოფერ სმიტი (Willard Christopher Smith)
დაბადების თარიღი: 25 სექტემბერი 1968
დაბადების ადგილი: ფინლანდია,პენსილვანია,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,კომპოზიტორი
სიმაღლე: 1.88 მ

უილარდ კრისტოფერ სმიტ–უმცროსი 25 სექტემბერს დაიბადა 1968 წელს ფილადელფიაში. ფილადელფიაშივე მან გაიცნო მუსიკოსი ჯეფ ტაუსონი, მალევე კი მასთან ერთად მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა 1980 წლებში როგორც ხიპ–ხოპის დუეტის DJ Jazzy Jeff & the Fresh Prince მონაწილე, რომელიც პირველი დაჯილდოვდა 'გრემით' რეპის საუკეთესო შესრულებისთვის. 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა პოპულარულ ტელესერიალში «The Fresh Prince of Bel-Air». ამ ადრინდელ წლებში უილი გამოდიოდა ფსევდონიმით the Fresh Prince. 1990 წლებში უილ სმიტის კარიერა, როგორც მოზარდების კუმირის დასრულდა, თუმცა მსახიობმა შეძლო პოპულარობის დაბრუნება, როდესაც მთავარი როლები შეასრულა ბლოკბასტერებში 'დამოუკიდებლობის დღე'(1996) და 'ადამიანები შავებში'(1997), ამ ფილმების მუსიკალურმა თემებმა კი (სმიტის შესრტულებით) ბრიტანული ჩარტების პირველი ადგილები დაიკავა. 1998 წელს მისმა კომპოზიციამ «Gettin' Jiggy wit' It» (რომელიც დისკო–ხიტზე Sister Sledge «He’s the Greatest Dancer» არის დაფუძნებული) ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო ხიტ–პარადის – Billboard Hot 100 პირველ ადგილზე მოხდა. უილ სმიტმა უარი თქვა მთავარ როლზე 'მატრიცაში', რადგან გადაწყვიტა კომედიაში კოვბოებზე ეთამაშა 'ველური, ველური დასავლეთი'. ფილმი ჩაფლავდა, თუმცა მუსიკალურმა თემამ კვლავ ამერიკული ჩარტების პირველი ადგილები დაიკავა. 2000 წლებში სმიტმა უფრო სერიოზულ კინოსამუშაოზე გაამახვილა ყურადღება. მუხამედ ალის როლებისთვის ერთსახელოვან ბაიოპიკში 2001 წელს 'ოსკარის' პრემიაზე იყო ნომინირებული; მისი მეორე ნომინირება ამ პრემიაზე 2006 წელს მოხდა. 


Thursday, March 18, 2010

Selena Gomez


ნამდვილი სახელი: სელენა მარია გომეზი (Selena Marie Gomez)
დაბადების თარიღი: 22 ივლისი 1992
დაბადების ადგილი: ტეხასი, აშშ
პროფესია: მსახიობი

სიმაღლე: 1.65

მსელენა გომეზი დაიბადა 22 ივლის 1992 წელს ტეხასის შტატში. მისი მამა მექსიკიდანაა წარმოშვებით, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია. მოზარდმა სელენამ მას ულტიმატუმი წარუყენა. თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურს, და არანაირი სხვა პროფესია არ უნდა. დედამ ქალიშვილის თხოვნა გაითვალისწინა და სერიოზულად მიიღო.

უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომეზმა თავისი პირველი კასტინგი გაიაქრა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში 'ბარნი და მისი მეგობრები', მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.
გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული პირდაპირ გადასაღებ მოედანზე. სელენას მოულოცა ყველა კონკურსანტმა და მათმა მშობლებმა. პროდიუსერებმა კი გოგონა პრეტენდენტების ჯგუფიდან გამოყო. სელენა გომეჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში სერიალის 'ბარნი და მეგობრები', ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს. ლამაზი გოგონა სათამაშოებს უკეთებდა რეკლამას, მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს.
2004 წელს, როდესაც ის 12 წლის იყო, სელენამ გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში, რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებული დისნეის პროექტებში, მაგალთად ტელესერიალში 'ხანტა მონტანა'. როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორია არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.
"ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი."
ასე თუ ისე, 15 წლის სელენას ჰქონდა უკვე 15 კინოროლი შესრულებული ჰქონდა. ახლა სელენა დიდი სიამოვნებით თამაშბს ფილმებში, სიმღერას სწავლობს და თავის პირველ ალბომებს იწერს, საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობს

Wednesday, March 17, 2010

Orlando Bloom


ნამდვილი სახელი: ორლანდო ჯონატან ბლენხარდ ბლუმი (Orlando Jonathan Blanchard Bloom)
დაბადების თარიღი: 13 იანვარი 1977
დაბადების ადგილი: ქენტერბერი,ქენტ,ინგლისი

პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი

სიმაღლე: 1.79 მ

ორნალდო ჯონოტან ბლენხარდ ბლუმი დაიბადა ინგლისში ქალაქ კენტერბერიში 13 იანვარს 1977 წელს. 16 წლისას ორნალდო ბლუმი ლონდონში გაემგზავრება, სადაც ორი წლის განმავლობაში წარმატებულად გამოდის ნაციონალურ ახალგაზრდულ თეატრში. ის მიაღწევს იმასაც, რომ მას სტიპენდიას დაუნიშნავენ სამსახიობო ხელოვნების ბრიტანეთის ამერიკულ აკადემიაში სწავლისთვის. როლის შემდეგ სპექტაკლში 'ვენის ტყეებში გასერინება' , რომელიც აკადემიის დასრულების დროს შეასრულა, ორნალდო ბლუმი მიიღებს პატარა როლს ბრაიან გილბერტის ფილმში «Wilde», რომელიც კინოგაქირავებში 1997 წელს გამოვიდა და კრიტიკოსებმა ის მიწასთან გაასწორეს. ამ ეპიზოდურმა როლმა საფუძველი დაუდო მის კარიერას კინოში. მას საკუთარი აგენტი გაუჩნდა, რომლის დახმარებით 1999 წელს ორნალდო ბლუმმა მიიღო ერთერთი მთავარი როლი პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში 'ბეჭედთა მბრძანებელი', რომელმაც ის კინოეკრანის კაშკაშა ვარსკვლავად აქცია. მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ ორი წლის შემდეგ. მანამ კი ბლუმი სასწავლებლად ჩააბარებს პრესტიჟულ მუსიკის და დრამის ჰილდხოლის სკოლაში. ამ სკოლაში სწავლობდნენ ევან მაკგრეგორი, ბენ ჩაპლინი, ჯოზეფ ფაინსი და სხვა ცნობილი მსახიობები. სწავლის დროს ბლუმი ბევრ დროს დაუთმობს თეატრში თამაშს. მისი მონაწილეობით სპექტაკლების შორის – მსოფლიო და რუსული დრამატურგიის შედევრებია(ისეთები ტოგორ სოფოკლის 'ანტიგონა', იბსენის 'პეტრე გიუნტი', შექსპირის 'მეთორმეტე ღამე', ჩეხოვის 'სამი და' და სხვები). თან ბლუმი მონაწილეობას მიიღებს ბრიტანული ტელეშოუს «Causality» და «The Ben Elton Show» გადაღებებში, და ასევე ტელესერიალებში 'ინგლისური მკვლელობა' და 'უბედური შემთხვევა' სცდის ძალებს.
ის შესანიშნავად შეასრულებს ელფის ლეგოლასის როლს პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში "ბეჭედთა მბრძანებელი", რომელიც კინოგაქირავებაში 2001 წელს გამოვიდა. ფილმის პრემიერის შემდეგ ბლუმს ვარსკვლავად გაეღვიძა. რეჟისორები რიგს იკავებდნენ ბლუმის მოსაწვევად თავის სურათებში, თაყვანისმცემელი გოგონები კი გასავალს არ აძლევდნენ.
მომდევნო წლების განმავლობაში ორნალდო მონაწილეობას იღებდა დაბალბიუჯეტიან ფილმებში და ისეთ ეპოქურებში, როგორებიცაა "ტროია", "კარიბის ზღვის მეკობრეები", "ელიზაბეტტაუნი", "ზეციური სამეფო" და ა.შ


John Depp


ნამდვილი სახელი: ჯონი კრისტოფერ დეპი (John Christopher Depp)
დაბადების თარიღი: 09 ივნისი 1963
დაბადების ადგილი: ოვესბორო კენტუკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი კომპოზიტორი სცენარისტი რეჟისორი
სიმაღლე: 1.78 მ

ჯონ კრისტოფერ დეპი (John Christopher Depp), ან როგორც უფრო კარგადაა ცნობილი ჯონი დეპი, დაიბადა 9 ივნისს 1963 წელს ოუნსბოროში(კენტუკუს შტატი, აშშ). სანამ დაიწყებდა სამსახიობო კარიერას, ჯონი დეპმა მოასწრო თხუტმეტზე მეტ როკ–ჯგუფში დაეკრა. მისი დებიუტი გახდა უეს კრევენის კლასიკური საშინელებათა ფილმი 'A Nightmare on Elm Street', რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო 1984 წელს, შემდეგ კი პატარა როლები შეასრულა რამოდენიმე ფილმში, მათ რიცხვში ოლივერ სტოუნის 'Platoon'. საქვეყნო ცნობილება მსახიობს მოუტანეს ფილმებმა 'მტირალა'(1990) ჯონ უოტერსის და ტიმ ბერტონის 'ედვარდ ხელები – მაკრატელი'(1990). კარგად გამოაჩინა თავი ჯონი დეპმა სურათში 'დონ ჟუან დე მარკო'(1995), როდესაც ლეგენდარული საყვარლის როლი შეასრულა – ასეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორიცაა მარლონ ბრანდო და ფე დანაუეი.

Charlize Theron


ნამდვილი სახელი: შარლიზ ტერონი (Charlize Theron)
დაბადების თარიღი: 07 აგვისტო 1975
დაბადების ადგილი: ბენონი გაუტენგი სამხრეთ აფრიკა
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.77 მ

შარლის ტერონი 1975 წლის 7 აგვისტოს დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ბენონში. ის პროფესიონალური ბალეტით იყო დაკავებული, თოთხმეტი წლის ასაკში კი ფოტომოდელი გახდა. როდესაც გოგონას თექვსმეტი წელი შეუსრულდა, ის, მამის გარდაცვალების შემდეგ(შარლიზის დედამ ის სასიკვდილოდ დაჭრა, როდესაც თავდასხმისგან იცავდა თავს), მილანში გააგზავნეს. მაგრამ მალევე სამოდელო ბიზნესმა შარლიზ თავი მოაბეზრა, და ის კვლავ ბალეტს დაუბრუნდა. შარლიზ ტერონი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად, დაიწყო ცეკვა დასში სახელწოდებით 'ჯოფი–ბალეტი', თუმცა მუხლის დაზიანებამ მის მოცეკვავეს კარიერას ხაზი გადაუსვა. დედამ დაარწმუნა შარლიზი ჰოლივუდში გამგზავრებულიყო. ის თვრამეტი წლის იყო, ლოს–ანჟელესში ის არავის იცნობდა, მაგრამ უკვე ორ კვირაში მას აგენტი გაუჩნდა. (მისი ყურადღება მიმზიდველი ქერა ქალის სკანდალმა გამოიწვია სასტუმროს კარის–კაცთან, რომელმაც უარი სთქვა მისი ჩეკის მიღებაზე.) რვა თვეში შარლიზ ტერონი, რომელმაც სასახიობო ხელოვნების კურსებზე დაიწყო სიარული, თავისი პირველი პატარა როლი მიიღო ' Children of the Corn III' (1994), შემდეგ მძაფრ სიუჟეტიან ფილმში მიიღო მონაწილეობა ' 2 Days in the Valley' და ტომ ხენკსის სარეჟისორო დებიუტში 'That Thing You Do!' შემდეგ წელს ახალგაზრდა მსახიობმა შეასრულა თავისი ცნობილი როლი მისტიკურ ტრილერში 'The Devil's Advocate', კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიბყრო სურათმა ' Mighty Joe Young'(1998). 1999 წელი აღნიშნულია მისი მონაწილეობით ფანტასტიკურ ლენტაში 'ასტრონავთის ცოლი' და ჯონ ირვინგის რომანის ეკრანიზაციაში 'The Cider House Rules'. 2000 წელს ეკრანებზე გამოვიდა ჯონ ფრანკენხაიმერის თრილერი შარლიზ ტერონის მონაწილეობით – 'აზარტული თამაშები'.