Pages

Monday, February 6, 2012

Jason Statham


ჯეისონ სტეტჰემი

Jason Statham

ნამდვილი სახელი: ჯეისონ სტეტჰემი (Jason Statham)
დაბადების თარიღი: 12 სექტემბერი 1972
დაბადების ადგილი: ლონდონი,ინგლისი,დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.78 მ
პირველი ფილმი: 1989


ჯეისონ სტეტჰემი დაიბადა 1972 წელს 12 სექტემბერს ლონდონში ცნობილი მომღერალის და მოცეკვავის ოჯახში. ჯეისონს ბავშობიდანვე ჰქონდა არტისტული ნიჭი, მაგრამ ამის მიუხედავად მოზარდმა ჯეისონმა სპორტი ამოირჩია და მთელ ძელბს ტრამპლინიდან ნახტომებს ახარჯავდა. მან ამ სპორტის სახეობაში ისეთ შედეგებს მიაღწია, რომ ოლიმპიურ ნაკრებში იყო მიღებული და 1988 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ის წყალში ნახტომების ნაციონალური ასოციაციის წევრი იყო. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსერთმა სარეკლამო აგენტმა სტეტემი მოიწვია ევროპული საბითმო ფირმის სარეკლამო აქციაში სამონაწილეოდ. ასე სტეტემი ჯინსების რეკლამაში გამოჩნდა, საიდანაც დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. უნდა ავღნიშნოთ, რომ მოდელის კარიერას სტეტემი წარმატებულად ათავსებდა ქუჩაში სამუშაოსთან – სადაც ის ყიდიდა მოპარულ და ყალბ საქონელს. ცოტა ხანში ფირმის მფლობელი, რომლის საქონელსაც ჯეისონი რეკლამას უკეთებდა, გახდა გაი რიჩის სადებიუტო სურათი 'კარტი, ფული, ორი თოფის' მთავარი პროდიუსერი და შესთავაზე რეჟისორს სტეტემის კანდიდატურა ფილმში ერთერთი როლისთვის. რეჟისორი დაინტრიგებული იყო სტეტონის ბნელი წარსულით და აღფრთოვანებული მისი სამოდელო სამუშაოთი. მან ჯეისონი სინჯებზე მოიწვია, და ეტიუდის სახით შესთავაზა სტეტემს ქუჩის მოვაჭრე განესახიერებინა და დაერწმუნა ის ყალბი ოქროს სამკაულები ეყიდა მისგან. ჯეისონმა მოახერხა გაი რიჩისთვის ყალბი საქოელი მიეყიდა, და, როდესაც მან სცადა დაებრუნებინა იგი, სტეტემმა ისეთი გრაზიოზული მიუწვდომლობა გამოავლინა, რომ რიჩიმ მაშინათვე აიყვანა ის როლზე. მომდევნო კრიმინალურ კომედიაში 'Snatch' სტეტემმა თურქის როლი შეასრულა, რომელიც სცდილობდა არალეგალური ბოქსის სამყაროში შეეღწია. თავიდან ჯეისონის პერსონაჟი მეორეხარისხოვანი იყო ბრედ პიტის, რად სებეჯის და დენის ფარინის ანსამბლში, მაგრამ გადაღებების მსვლელობაში როლი უფრო დიდი გახდა, და ფილმის გამოსვლისთვის სტეტემმა სიუჟეტში მთავარი მთხრობელის როლი დაიკავა. 2000 წლის დასაწყისში სტეტემმა წინ დიდი ნაბიჭი გადადგა თავის კარიერაში – მას ამერიკულ კინოში ჰქონდა დებიუტი, სადაც შეასრულა ინგლისელი ნარკოტიკებით მოვაჭრეს როლი ფილმში 'Turn It Up', შემდეგ მთავარი როლი მიიღო ჯონ კარპენტერის სამეცნიერო ფანტასიკის ჟანრის თრილერში ' Ghosts of Mars'(2001), შეუერთდა ჯეტ ლის ფანტასტიკურ ლენტაში 'წინააღმდეგობა', და მიიღო მონაწილება სურათის 'იტალიური სამსახურის' გადაღებებში(2003). ფილმი, რომელმაც ჯეისონი ვარსკვლავად აქცია, ' The Transporter'. მსახიობის ჰონორარი მილიონ დოლარს უახლოვდებოდა, გაგრძელებამ კი, რომელიც სამი წლის შემდეგ გადაიღეს, უფრო დიდი წარმატება მოიპოვა, ვიდრე ოროგინალმა.

Kristen Stewart


ნამდვილი სახელი: ქრისტენ ჯეიმს სთიუარტი (Kristen Jaymes Stewart)
დაბადების თარიღი: 09 აპრილი 1990
დაბადების ადგილი: ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.68 მ
პირველი ფილმი: 1999

ქრისტენ სტიუარტი დაიბადა ლოს–ანჟელესში(აშშ, კალიფორნიის შტატი). მისი ოჯახი ცოტა ხნით გადავიდა კოლორადოში საცხოვრებლად, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა ლოს–ანჯელესში, სადაც ქრისტენის მამა, ჯონ სტიუარტი, მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად, პროდიუსერად და უამრავი შუს დირექტორად ტელეარხზე «Fox». სტიუარტის პირველი გამოსვლა სცენაზე შედგა სკოლის საშობაო დადგმაში, რომელის დროს ის აგენტმა შეამჩნია. ის დაუკავშირდა გოგონას მშობლებს და შესთავაზა მისი ინტერესებისთვის მხარდაჭერას. თავიდან მშობლები ამ იდეის წინააღმდეგეები იყვნენ, თუმცა ქრისტენმა მათი დარწმუნება შეძლო და უკვე 8 წლის ასაკში დაიწყო სიარული მოსმენებზე. მისი დებიუტი ეკრანზე შედგა ერთი წლის შემდეგ დადგმაში 'ქალთევზის შვილი'(1999) ტელეარხზე «Disney Channel». უფრო სერიოზული როლი შეხვდა მას რამოდენიმე წლის შემდეგ როუზ ტროშის დამოუკიდებელ მელოდრამაში 'საგნების უსაფრთხოება'(2001), სადაც მან შეასრულა მარტოხელა დედის შვილის როლი.
ჰოლივუდის დიდ პროექტში სტიუარტი 2002 წელს მოხდა, როდესაც შეცვალა მსახიობი ჰეიდენ პანეტერიე დევიდ ფინჩერის 'შიშის ოთახში'. მიუხედავად ისეთი 'ვეტერანების' მონაწილეობის, როგორც ჯოდი ფოსტერი, ფორესტ უიტაკერი და პატრიკ ბაშო, სტიურტმა როლი წარმატებულად და დამარწმუნებლად შეასრულა.
'შიშის ოთახს' მოყვა დენის ქუეიდის და შერონ სტოუნის ქალიშვილის როლი კიდევ ერთ თრილერში მაიკ ფიგისის 'ეშმაკის სახლში'(2003). თუმცა აუდიტორიის რეზონანსი სუსტი აღოჩნდა. მსახიობის მომდევნო ნამუშევარი იყო კომედიაში მოზარდებისთვის 'აკრძალული მისია'(2004), რომელიც მისთვის პირველი მთავარი როლი გახდა; მანდ სტიუარტმა ითამაშა ალპინიზმით გატაცებული გოგონას როლი, რომელმაც ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა, მამისთვის საჩქარო ოპერაციის გასაკეთებლად. სურათი, ახალგაზრდა თაობამ კარგად მიიღო და საშუალება მისცა სტიუარტს არა მარტო ჩვეული დრამატული, არამედ კომედიური ნიჭიც გამოეჩინა. მომდევნო ფილმი სტიუარტის მონაწილეობით 2004 წელს გამოვიდა და ეს გახდა ფსიქოლოგიური დრამა 'წყალქვეშა დინება', რომელიც ცნობილი რეჟისორის დევიდ გორდონ გრინის, ტერენს მალიკის, რომელიც პროდიუსერის როლში გამოვიდა, და ასეე მსახიობების ჯემი ბელის, ჯოშ ლუკასის და დერმოტ მალრუნის მონაწილეობის მიუხედავად, თითქმის კინოგაქირავების გარეშე დარჩა.
სტიუარტის მომდევნო ფილმი გახდა 'თქვი'(2004) – ლორი ხოლს ანდერსონის რომანი–ბესტსელერი. ამ ფილმმა მას საშალება მისცა ძალიან რთული როლი ეთამაშა. მისი გმირი, მელინდა, სკოლის მოსწავლეა, რომელმაც თითქმის შეწყვიტა ურთიერთობა ადამიანებთან იმის შემდეგ, რაც უფროსკლასელმა გააუპატიურა, მაგრამ არ კარგავს სადონკიუკული კომენტარების ნიჭს. სტიუარტმა თავი წარმატებულად გაართვა სირთლეებს, რომლებიც მისი გმირის ხასიათში იყო. სამწუხაროდ ფილმი კინოგაქირავებაში არ გამოსულა, მაგრამ მოკლე ვარიანტში ნაჩვენები იყო ტელევიზიაზე და ტელეარხებზე «Showtime» и «Lifetime».
ჯონ ფავრეს ფილმი 'ზატურა'(2005) გადაღებული იყო კოსმიური ფენტეზის ჟანრში, და იმის მიუხედავად, რომ ფილმში მას გაყინავენ და ის დიდი ხნის მანძილზე იატაკზე ატარებს გაუნძრევლად, ქრისტენს კვლავ ეძლევა შანსი თავისი კომიური ნიჭის ჩვენების მუდამ გაბრაზებული ჯოს ხატჩერსონის და იონ ბობოს დის როლში. იმის მიუხედავად, რომ 'ზატურა' კრიტიკოსებს მოეწონათ, ფილმმა ძალიან მცირე ბოქს ოფისი შეაგროვა. სტიუარტმა ასევე მონაწილეობა მიიღო მთავარ როლში კანადურ მსახიობის და რეჟისორის გრიფინ დანას სურათში 'სასტიკი ადამიანები'.

Natalie Portman


ნატალი პორტმანი

Natalie Portman

ნამდვილი სახელი: ნატალია ჰერშლაგი (Natalie Hershlag)
დაბადების თარიღი: 09 ივნისი 1981
დაბადების ადგილი: იერუსალიმი,იზრაელი
პროფესია:მსახიობი,პროდიუსერი,რეჯისორი,სცენარისტი
სიმაღლე: 1.60 მ
პირველი ფილმი: 1986

დაიბადა 9 ივნისს 1981 წელს იერუსალიმში, ისრაელში, ექიმის და მხატვარის ოჯახში. როდესაც გოგონა 3 წლის იყო, ოჯახი ვაშნგტონში გადავიდა საცხოვრებლად, ბოლოს ლონგ–აილენდში გაჩერდა, ნიუ–იორკის ახლოს, სადაც დღემდე ცხოვრობს. თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ ახალგაზრდა ნატალი მსახიობი პიცის დახმარებით გახდა. მაშ ასე, ერთერთ პიცერიაში სამოდელო სააგენტო კონკურს ატარებდა, და გოგონას დედამ ურჩია მონაწილეობა მიეღო მასში. შედეგად – 11 წლის ნატალიმ ხელი მოაწერა კონტრაქს რეკლამაზე საპარფიუმერო ფირმის Revlon პროდუქციის . შემდეგ წელს მომხიბვლელი სკოლისმოსწავლე–ინტელექტუალმა მონაწილეობა მიიღო სინჯებში თანამედროვე ფრანგი რეჟისორის ლიუკ ბესონის ფილმისთვის 'ლეონი'(Leon). ბესსონმა გოგონა მაშინათვე არ დაამტკიცა მთავარ ქალის როლზე, რადგან სცენარში მისი პერსონაჟი რამოდენიმე წლით უფროსი იყო, და აუცილებელი იყო დრამატიული გამოცდილება გოგონა მატილდას ყველა ფსიქოლოგიური კოლიზიების გადმოსაცემად, ვისი ოჯახი დაუნდობლად მოკლა კორუმპირებულმა და 'არა სრულ ჭკუაზე მყოფმა' პოლიციელმა. მატილდას შემთხვევით მეზობელი გადაარჩენს – დაქირავებული მკვლელი ლეონი, რომელსაც ჟან რენო ასრულებდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ერთგული მეგობარი ყავდა – ყვავილი, რომელსაც ის უვლიდა. და იმისათვის , რომ შური იძიოს თავისი ოჯახის მკვლელებზე, პაწაწინა ძმის ჩათვლით, მატილდა ეხვეწება ლეონს მას თავისი პროფესია ასწავლოს. ასეთი ღრმა შინაარსის მქონე ფილმებიდან დებიუტი მხოლოდ ნამდვილი ნიჭით დაჯილდოვებულებს აქვთ. თავის დროს ახალგაზრდა ჯოდი ფოსტერივით, ნატალიმ გარისკა საკმაოდ პროვოკაციულ სცენებში და დიალოგებში გადაღება. მთელი სურათი აგებული იყო ლეონის და მატილდას ურთერთბებზე, იმაზე, თუ როგორ დაქირავებული მკვლელი, რომელსაც არ გააჩნია გრძნობები და ემოციები, სწავლობს სიხარულს, და როგორ ეჩვევა პატარა მეამბოხე არსებას. 1993 წელს გარდაიცვალა ლეგენდარული ოდრი ხეპბერნი. და ერთ წელში კინოთეატრის ეკრანებზე გამოდის 'ლეონი' ახალგაზრდა ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელსაც მომავალში 'ახალ ოდრის' უწოდებენ მისი სტილის ელეგანტური გრძნობისთვის, მოდური ტენდენციების გრძნობისთვის, ცხოვრებაში მორიდებულობისთვის, ჰუმანისტური საზოგადო ფასეულობებისთვის და სამსახიობო ნიჭიერებისთვის. მას შეუძია ისე საოცრად უღმოდეს და თვალებში უყურებდეს თავის კინო–პარტნიორს, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს პარტნიორი შენ ხარ. გოგონას რომელმაც წარმატებით დაასრულ სკოლა და პრესტიჟულ ჰარვარდში ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, კინოში შუძლია გართობა და თამაში, იყოს სერიოზული და გაწონასწორებული, მაგრამ ერთნაირად უკომლექსო და თავისუფალი, როგორც თავის დროზე ოდრი ხეპბერნი. 'ლეონის' შემდეგ ნატალი დაპატიჟა ცნობილმა რეჟისორმა მაიკლ მანმა, და მას მოუწია რობერტ დე ნიროს და ალ პაჩნოსთან ერთად თამაში. ნატალიმ პაჩინოს ქალიშვილის როლი შეასრულა. ამავე 1995 წელს ნატალი მონაწილეობას მიიღებს ნახევარსაათიან მარია კონის მოკლემეტრაჟიან ფილმში 'Developing' – სადაც მისი პერსონაჟის დედა მკერდის კიბოთი დაავადდება, და, როდესაც მიხვდება, რომ მას წინ ცოტა ხანი აქვს დარჩენილი, დედას შვილთან საერთო ენის პოვნას სცდილობს.
1996 წელს ნატალი ერთდროულად სამ ფილმში გამოჩნდება. თავიდან ტედ დემეს ფილმში ინტელიგენტურ და სენტიმენტალურ ლენტაში 'Beautiful Girls' თანაკლასელების შეხვედრაზე ერთ დათვლილ ქალაქში. მესამე პორტმანის ფილმში კი ტიმ ბარტონის პაროდიულ კომედიაში ნატალი თეთრ სახლშია მოწყენილი, რადგანაც მისი მამიკო აშშ–ს პრეზიდენტია. მაგრამ როდესაც დედამიწას თავს დაესხმევიან მარიელები და კაცობრიობის ცივილიზაციის განადგურებას შეუდგებიან ნატალის პერსონაჟს მოუწია გადარჩენილი ნაციის სათავეში დადგომა. ნატალის სთავაზობდნენ მონწაილეობას ედრიან ლაინის 'ლოლიტაში' და ბაზ ლურმანის 'რომეო+ჯულიეტაში', მაგრამ ნატალიმ უარყო ეს ვარიანტები, სწავლაზე გაამახვილა ყურადღება, და ბროდვეის სცენაზე გამოვიდა რამოდენიმე ჯერ. თეატრის მცოდნეებს განსაკუთრებით მოეწონათ მისი როლი პიესაში 'ანა ფრანკის' დღიური, რომლისთვისაც ნატალი 'ტონის' ნომინანტი გახდა. ნატალის შესვენება კინოში სამ წელს გრძელდებოდა. დამწყები მსახიობისთვის ეს საკმაოდ დიდი დროა, ვინემსთვის ეს ინტერესეის ან გამოცდილების დაკარგვას მოიტანდა, მაგრამ ნატალის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა.
პორტმანს დაპატიჟებს მთავარ ქალის როლზე თვით ჯორჯ ლუკასი, რომელიც დაუბრუნდა თავის კოსმიურ ზღაპარს 'ვარსკვლავთა ომებს'. ნატალისთან ხელს ერთდროულად სამ ფილმზე მოაწერენ.