ნამდვილი სახელი: | პენელოპა სანჩეს კრუზი (Penélope Cruz Sánchez) |
დაბადების თარიღი: | 28 აპრილი 1974 |
დაბადების ადგილი: | მდრიდი,ესპანეთი |
პროფესია: | მსახიობი,პროდიუსერი |
სიმაღლე: | 1.68 მ |
პირველი ფილმი: | 1986 |
Monday, March 24, 2014
Penélope Cruz
Sunday, May 20, 2012
Aishwarya Rai
აიშვარაია რაი
Aishwarya Rai
ნამდვილი სახელი: | აიშვარაია რაი ბაჩანი (Aishwarya Rai Bachchan) |
დაბადების თარიღი: | 01 ნოემბერი 1973 |
დაბადების ადგილი: | მანგალორი,ინდოეთი |
პროფესია: | მსახიობი |
სიმაღლე: | 1.70 მ |
პირველი ფილმი: | 1986 |
აშვარაია რაი დაიბადა 1 ნოემბერს 1973 წელს მანგალორში (კარნატაკი, ინდოეთი) სავაჭრო ფლოტის ოფიცერის და მწერალის ოჯახში.
კოლეჯი დაასრულა მუმბაიში, შემდეგ რახეჯილის უნივერსიტეტში ჩააბარა. აიშვარია რაი – არქიტექტორია.
აიშვარიის სამოდელო კარიერა დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ის ორი ათასი ახალგაზრდა გოგონასგან ამოარჩიეს Pepsi-ს სარეკლამო კამპანიაში ინდოეთში. ამერიკულ წარმომადგენლებს გააოცეს რაის არაჩვეულებრივი ფერის თვალებმა. ამის შემდეგ სამოდელო სააგენტოებმა ლამაზმანზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. ის გამოჩნდა ინდური Vogue გარეყდაზე, ბოლივუდმა კი უამრავი წინადადება შესთავაზე ფილმებში მონაწილეობის მისაღებად.
1994 წელს მან მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და აშვარაია რაის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. დღეს რაის სახეს რეკლამის მიზნით უამრავი ევროპის, ინდოეთის და ამერიკის მოდის სახლები იყენებენ და ასევე კოსმეტიკის მწარმოებლები (L'Oreal, Pepsi, ფილიფსი, დიორი, შანელი, დებირსი და სხვები)
კინოში აშვარაია 1997 წლიდან ღებულობს მონაწილეობას, ფილმიდან 'ირუვარი'. 2000 წელს მან ითამაშა ინდურ მელოდრამაში 'სამუდამოდ შენი'.
მსახიობის მნიშვნელოვან ნამუშევრებად ითვლება ფილმები 'სიყვარული ჯილდოს სახით'(2001), 'დევდასი'(2002). მსახიობი თამაშობს ყოველწლიურად ბოლივუდის 4–5 ფილმში.
2004 წელს ბოლივუდის ვარსკვლავმა ჰოლივუდის დაბყრობა დაიწყო. რაი მთავარ როლს შეასრულებს ინგლისური რეჟისორის გირენდერა ჩადხის ფილმში 'Bride & Prejudice'. შეასრულა როლი ფილმში 'Mistress of Spices'(2005,აშშ) და მირას როლი ფილმში 'The Last Legion'(2007,საფრანგეთი,აშშ,დიდი ბრიტანეთი)
2009 წელს ეკრანებზე შედგა ფილმის 'The Pink Panther 2' პრემიერა შედგა(აშშ) აშვარაია რაის მონაწილეობით.
აშვარაია მსახიობის აბხიშეკს ბაჩანის ცოლია, ბოლივუდის 'ცოცხალი ლეგენდის' შვილის ამიტაბხა ბაჩანის.
Monday, February 6, 2012
Jason Statham

ჯეისონ სტეტჰემი
Jason Statham
ნამდვილი სახელი: ჯეისონ სტეტჰემი (Jason Statham)
დაბადების თარიღი: 12 სექტემბერი 1972
დაბადების ადგილი: ლონდონი,ინგლისი,დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.78 მ
პირველი ფილმი: 1989
ჯეისონ სტეტჰემი დაიბადა 1972 წელს 12 სექტემბერს ლონდონში ცნობილი მომღერალის და მოცეკვავის ოჯახში. ჯეისონს ბავშობიდანვე ჰქონდა არტისტული ნიჭი, მაგრამ ამის მიუხედავად მოზარდმა ჯეისონმა სპორტი ამოირჩია და მთელ ძელბს ტრამპლინიდან ნახტომებს ახარჯავდა. მან ამ სპორტის სახეობაში ისეთ შედეგებს მიაღწია, რომ ოლიმპიურ ნაკრებში იყო მიღებული და 1988 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ის წყალში ნახტომების ნაციონალური ასოციაციის წევრი იყო. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსერთმა სარეკლამო აგენტმა სტეტემი მოიწვია ევროპული საბითმო ფირმის სარეკლამო აქციაში სამონაწილეოდ. ასე სტეტემი ჯინსების რეკლამაში გამოჩნდა, საიდანაც დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. უნდა ავღნიშნოთ, რომ მოდელის კარიერას სტეტემი წარმატებულად ათავსებდა ქუჩაში სამუშაოსთან – სადაც ის ყიდიდა მოპარულ და ყალბ საქონელს. ცოტა ხანში ფირმის მფლობელი, რომლის საქონელსაც ჯეისონი რეკლამას უკეთებდა, გახდა გაი რიჩის სადებიუტო სურათი 'კარტი, ფული, ორი თოფის' მთავარი პროდიუსერი და შესთავაზე რეჟისორს სტეტემის კანდიდატურა ფილმში ერთერთი როლისთვის. რეჟისორი დაინტრიგებული იყო სტეტონის ბნელი წარსულით და აღფრთოვანებული მისი სამოდელო სამუშაოთი. მან ჯეისონი სინჯებზე მოიწვია, და ეტიუდის სახით შესთავაზა სტეტემს ქუჩის მოვაჭრე განესახიერებინა და დაერწმუნა ის ყალბი ოქროს სამკაულები ეყიდა მისგან. ჯეისონმა მოახერხა გაი რიჩისთვის ყალბი საქოელი მიეყიდა, და, როდესაც მან სცადა დაებრუნებინა იგი, სტეტემმა ისეთი გრაზიოზული მიუწვდომლობა გამოავლინა, რომ რიჩიმ მაშინათვე აიყვანა ის როლზე. მომდევნო კრიმინალურ კომედიაში 'Snatch' სტეტემმა თურქის როლი შეასრულა, რომელიც სცდილობდა არალეგალური ბოქსის სამყაროში შეეღწია. თავიდან ჯეისონის პერსონაჟი მეორეხარისხოვანი იყო ბრედ პიტის, რად სებეჯის და დენის ფარინის ანსამბლში, მაგრამ გადაღებების მსვლელობაში როლი უფრო დიდი გახდა, და ფილმის გამოსვლისთვის სტეტემმა სიუჟეტში მთავარი მთხრობელის როლი დაიკავა. 2000 წლის დასაწყისში სტეტემმა წინ დიდი ნაბიჭი გადადგა თავის კარიერაში – მას ამერიკულ კინოში ჰქონდა დებიუტი, სადაც შეასრულა ინგლისელი ნარკოტიკებით მოვაჭრეს როლი ფილმში 'Turn It Up', შემდეგ მთავარი როლი მიიღო ჯონ კარპენტერის სამეცნიერო ფანტასიკის ჟანრის თრილერში ' Ghosts of Mars'(2001), შეუერთდა ჯეტ ლის ფანტასტიკურ ლენტაში 'წინააღმდეგობა', და მიიღო მონაწილება სურათის 'იტალიური სამსახურის' გადაღებებში(2003). ფილმი, რომელმაც ჯეისონი ვარსკვლავად აქცია, ' The Transporter'. მსახიობის ჰონორარი მილიონ დოლარს უახლოვდებოდა, გაგრძელებამ კი, რომელიც სამი წლის შემდეგ გადაიღეს, უფრო დიდი წარმატება მოიპოვა, ვიდრე ოროგინალმა.
Kristen Stewart

ნამდვილი სახელი: ქრისტენ ჯეიმს სთიუარტი (Kristen Jaymes Stewart)
დაბადების თარიღი: 09 აპრილი 1990
დაბადების ადგილი: ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.68 მ
პირველი ფილმი: 1999
ქრისტენ სტიუარტი დაიბადა ლოს–ანჟელესში(აშშ, კალიფორნიის შტატი). მისი ოჯახი ცოტა ხნით გადავიდა კოლორადოში საცხოვრებლად, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა ლოს–ანჯელესში, სადაც ქრისტენის მამა, ჯონ სტიუარტი, მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად, პროდიუსერად და უამრავი შუს დირექტორად ტელეარხზე «Fox». სტიუარტის პირველი გამოსვლა სცენაზე შედგა სკოლის საშობაო დადგმაში, რომელის დროს ის აგენტმა შეამჩნია. ის დაუკავშირდა გოგონას მშობლებს და შესთავაზა მისი ინტერესებისთვის მხარდაჭერას. თავიდან მშობლები ამ იდეის წინააღმდეგეები იყვნენ, თუმცა ქრისტენმა მათი დარწმუნება შეძლო და უკვე 8 წლის ასაკში დაიწყო სიარული მოსმენებზე. მისი დებიუტი ეკრანზე შედგა ერთი წლის შემდეგ დადგმაში 'ქალთევზის შვილი'(1999) ტელეარხზე «Disney Channel». უფრო სერიოზული როლი შეხვდა მას რამოდენიმე წლის შემდეგ როუზ ტროშის დამოუკიდებელ მელოდრამაში 'საგნების უსაფრთხოება'(2001), სადაც მან შეასრულა მარტოხელა დედის შვილის როლი.
ჰოლივუდის დიდ პროექტში სტიუარტი 2002 წელს მოხდა, როდესაც შეცვალა მსახიობი ჰეიდენ პანეტერიე დევიდ ფინჩერის 'შიშის ოთახში'. მიუხედავად ისეთი 'ვეტერანების' მონაწილეობის, როგორც ჯოდი ფოსტერი, ფორესტ უიტაკერი და პატრიკ ბაშო, სტიურტმა როლი წარმატებულად და დამარწმუნებლად შეასრულა.
'შიშის ოთახს' მოყვა დენის ქუეიდის და შერონ სტოუნის ქალიშვილის როლი კიდევ ერთ თრილერში მაიკ ფიგისის 'ეშმაკის სახლში'(2003). თუმცა აუდიტორიის რეზონანსი სუსტი აღოჩნდა. მსახიობის მომდევნო ნამუშევარი იყო კომედიაში მოზარდებისთვის 'აკრძალული მისია'(2004), რომელიც მისთვის პირველი მთავარი როლი გახდა; მანდ სტიუარტმა ითამაშა ალპინიზმით გატაცებული გოგონას როლი, რომელმაც ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა, მამისთვის საჩქარო ოპერაციის გასაკეთებლად. სურათი, ახალგაზრდა თაობამ კარგად მიიღო და საშუალება მისცა სტიუარტს არა მარტო ჩვეული დრამატული, არამედ კომედიური ნიჭიც გამოეჩინა. მომდევნო ფილმი სტიუარტის მონაწილეობით 2004 წელს გამოვიდა და ეს გახდა ფსიქოლოგიური დრამა 'წყალქვეშა დინება', რომელიც ცნობილი რეჟისორის დევიდ გორდონ გრინის, ტერენს მალიკის, რომელიც პროდიუსერის როლში გამოვიდა, და ასეე მსახიობების ჯემი ბელის, ჯოშ ლუკასის და დერმოტ მალრუნის მონაწილეობის მიუხედავად, თითქმის კინოგაქირავების გარეშე დარჩა.
სტიუარტის მომდევნო ფილმი გახდა 'თქვი'(2004) – ლორი ხოლს ანდერსონის რომანი–ბესტსელერი. ამ ფილმმა მას საშალება მისცა ძალიან რთული როლი ეთამაშა. მისი გმირი, მელინდა, სკოლის მოსწავლეა, რომელმაც თითქმის შეწყვიტა ურთიერთობა ადამიანებთან იმის შემდეგ, რაც უფროსკლასელმა გააუპატიურა, მაგრამ არ კარგავს სადონკიუკული კომენტარების ნიჭს. სტიუარტმა თავი წარმატებულად გაართვა სირთლეებს, რომლებიც მისი გმირის ხასიათში იყო. სამწუხაროდ ფილმი კინოგაქირავებაში არ გამოსულა, მაგრამ მოკლე ვარიანტში ნაჩვენები იყო ტელევიზიაზე და ტელეარხებზე «Showtime» и «Lifetime».
ჯონ ფავრეს ფილმი 'ზატურა'(2005) გადაღებული იყო კოსმიური ფენტეზის ჟანრში, და იმის მიუხედავად, რომ ფილმში მას გაყინავენ და ის დიდი ხნის მანძილზე იატაკზე ატარებს გაუნძრევლად, ქრისტენს კვლავ ეძლევა შანსი თავისი კომიური ნიჭის ჩვენების მუდამ გაბრაზებული ჯოს ხატჩერსონის და იონ ბობოს დის როლში. იმის მიუხედავად, რომ 'ზატურა' კრიტიკოსებს მოეწონათ, ფილმმა ძალიან მცირე ბოქს ოფისი შეაგროვა. სტიუარტმა ასევე მონაწილეობა მიიღო მთავარ როლში კანადურ მსახიობის და რეჟისორის გრიფინ დანას სურათში 'სასტიკი ადამიანები'.
Natalie Portman

ნატალი პორტმანი
Natalie Portman
ნამდვილი სახელი: ნატალია ჰერშლაგი (Natalie Hershlag)
დაბადების თარიღი: 09 ივნისი 1981
დაბადების ადგილი: იერუსალიმი,იზრაელი
პროფესია:მსახიობი,პროდიუსერი,რეჯისორი,სცენარისტი
სიმაღლე: 1.60 მ
პირველი ფილმი: 1986
დაიბადა 9 ივნისს 1981 წელს იერუსალიმში, ისრაელში, ექიმის და მხატვარის ოჯახში. როდესაც გოგონა 3 წლის იყო, ოჯახი ვაშნგტონში გადავიდა საცხოვრებლად, ბოლოს ლონგ–აილენდში გაჩერდა, ნიუ–იორკის ახლოს, სადაც დღემდე ცხოვრობს. თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ ახალგაზრდა ნატალი მსახიობი პიცის დახმარებით გახდა. მაშ ასე, ერთერთ პიცერიაში სამოდელო სააგენტო კონკურს ატარებდა, და გოგონას დედამ ურჩია მონაწილეობა მიეღო მასში. შედეგად – 11 წლის ნატალიმ ხელი მოაწერა კონტრაქს რეკლამაზე საპარფიუმერო ფირმის Revlon პროდუქციის . შემდეგ წელს მომხიბვლელი სკოლისმოსწავლე–ინტელექტუალმა მონაწილეობა მიიღო სინჯებში თანამედროვე ფრანგი რეჟისორის ლიუკ ბესონის ფილმისთვის 'ლეონი'(Leon). ბესსონმა გოგონა მაშინათვე არ დაამტკიცა მთავარ ქალის როლზე, რადგან სცენარში მისი პერსონაჟი რამოდენიმე წლით უფროსი იყო, და აუცილებელი იყო დრამატიული გამოცდილება გოგონა მატილდას ყველა ფსიქოლოგიური კოლიზიების გადმოსაცემად, ვისი ოჯახი დაუნდობლად მოკლა კორუმპირებულმა და 'არა სრულ ჭკუაზე მყოფმა' პოლიციელმა. მატილდას შემთხვევით მეზობელი გადაარჩენს – დაქირავებული მკვლელი ლეონი, რომელსაც ჟან რენო ასრულებდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ერთგული მეგობარი ყავდა – ყვავილი, რომელსაც ის უვლიდა. და იმისათვის , რომ შური იძიოს თავისი ოჯახის მკვლელებზე, პაწაწინა ძმის ჩათვლით, მატილდა ეხვეწება ლეონს მას თავისი პროფესია ასწავლოს. ასეთი ღრმა შინაარსის მქონე ფილმებიდან დებიუტი მხოლოდ ნამდვილი ნიჭით დაჯილდოვებულებს აქვთ. თავის დროს ახალგაზრდა ჯოდი ფოსტერივით, ნატალიმ გარისკა საკმაოდ პროვოკაციულ სცენებში და დიალოგებში გადაღება. მთელი სურათი აგებული იყო ლეონის და მატილდას ურთერთბებზე, იმაზე, თუ როგორ დაქირავებული მკვლელი, რომელსაც არ გააჩნია გრძნობები და ემოციები, სწავლობს სიხარულს, და როგორ ეჩვევა პატარა მეამბოხე არსებას. 1993 წელს გარდაიცვალა ლეგენდარული ოდრი ხეპბერნი. და ერთ წელში კინოთეატრის ეკრანებზე გამოდის 'ლეონი' ახალგაზრდა ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელსაც მომავალში 'ახალ ოდრის' უწოდებენ მისი სტილის ელეგანტური გრძნობისთვის, მოდური ტენდენციების გრძნობისთვის, ცხოვრებაში მორიდებულობისთვის, ჰუმანისტური საზოგადო ფასეულობებისთვის და სამსახიობო ნიჭიერებისთვის. მას შეუძია ისე საოცრად უღმოდეს და თვალებში უყურებდეს თავის კინო–პარტნიორს, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს პარტნიორი შენ ხარ. გოგონას რომელმაც წარმატებით დაასრულ სკოლა და პრესტიჟულ ჰარვარდში ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, კინოში შუძლია გართობა და თამაში, იყოს სერიოზული და გაწონასწორებული, მაგრამ ერთნაირად უკომლექსო და თავისუფალი, როგორც თავის დროზე ოდრი ხეპბერნი. 'ლეონის' შემდეგ ნატალი დაპატიჟა ცნობილმა რეჟისორმა მაიკლ მანმა, და მას მოუწია რობერტ დე ნიროს და ალ პაჩნოსთან ერთად თამაში. ნატალიმ პაჩინოს ქალიშვილის როლი შეასრულა. ამავე 1995 წელს ნატალი მონაწილეობას მიიღებს ნახევარსაათიან მარია კონის მოკლემეტრაჟიან ფილმში 'Developing' – სადაც მისი პერსონაჟის დედა მკერდის კიბოთი დაავადდება, და, როდესაც მიხვდება, რომ მას წინ ცოტა ხანი აქვს დარჩენილი, დედას შვილთან საერთო ენის პოვნას სცდილობს.
1996 წელს ნატალი ერთდროულად სამ ფილმში გამოჩნდება. თავიდან ტედ დემეს ფილმში ინტელიგენტურ და სენტიმენტალურ ლენტაში 'Beautiful Girls' თანაკლასელების შეხვედრაზე ერთ დათვლილ ქალაქში. მესამე პორტმანის ფილმში კი ტიმ ბარტონის პაროდიულ კომედიაში ნატალი თეთრ სახლშია მოწყენილი, რადგანაც მისი მამიკო აშშ–ს პრეზიდენტია. მაგრამ როდესაც დედამიწას თავს დაესხმევიან მარიელები და კაცობრიობის ცივილიზაციის განადგურებას შეუდგებიან ნატალის პერსონაჟს მოუწია გადარჩენილი ნაციის სათავეში დადგომა. ნატალის სთავაზობდნენ მონწაილეობას ედრიან ლაინის 'ლოლიტაში' და ბაზ ლურმანის 'რომეო+ჯულიეტაში', მაგრამ ნატალიმ უარყო ეს ვარიანტები, სწავლაზე გაამახვილა ყურადღება, და ბროდვეის სცენაზე გამოვიდა რამოდენიმე ჯერ. თეატრის მცოდნეებს განსაკუთრებით მოეწონათ მისი როლი პიესაში 'ანა ფრანკის' დღიური, რომლისთვისაც ნატალი 'ტონის' ნომინანტი გახდა. ნატალის შესვენება კინოში სამ წელს გრძელდებოდა. დამწყები მსახიობისთვის ეს საკმაოდ დიდი დროა, ვინემსთვის ეს ინტერესეის ან გამოცდილების დაკარგვას მოიტანდა, მაგრამ ნატალის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა.
პორტმანს დაპატიჟებს მთავარ ქალის როლზე თვით ჯორჯ ლუკასი, რომელიც დაუბრუნდა თავის კოსმიურ ზღაპარს 'ვარსკვლავთა ომებს'. ნატალისთან ხელს ერთდროულად სამ ფილმზე მოაწერენ.
Saturday, February 19, 2011
Paul Walker

Paul Walker (პოლ უიქერი)
ნამდვილი სახელი: Paul William Walker
დაბადების თარიღი: 12 სექტემბერი, 1973
დაბადების ადგილი: კალიფორნია, აშშ.
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი
სიმაღლე: 1.91 მ.
პოლ უოკერი დაიბადა 12 სექტემბერს 1973 წელს გლენდეილში, კალიფორნიაში, აშშ. სრული სახელი – პოლ უილიამს უოკერია. პოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ ბავშვობაში 'Pampers' სატელევიზიო რეკლამიდან. ცოტა ხანში, მან გააგრძელა გადაღებები სხვადასხვა სატელევიზიო პროგრამებში და სარეკლამო რგოლებში. თავისი პირველი როლი კინოში უოკერმა ცამეტი წლის ასაკში შეასრულა. შემდეგ მოყვა სხვადასვა როლები, როგორც კინოში ასევე სატელევიზიო სერიალებში. სამსახიობო სამუშაოს გარდა, პოლი აქტიურად იყო დაკავებული სპორტით და მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა შეჯიბრებში.
მან 1991 წელს საშალო სკოლა დაასრულა და გადაწყვიტა ზღვის ბიოლოგიის შესწავლა. მან კალიფორნიის კოლეჯში ჩააბარა. თუმცა მასში მსახიობმა გაიმარჯვა და 1994 წელს უოკერმა მონაწილეობა მიიღო ფილმში 'Tammy and the T-Rex', მაშინ ჯერ კიდევ უცნობ დენიზ რიჩარდსთან ერთად.
ახალგაზრდა მსახიობის მომდევნო ნამუშევარი გახდა როლი 1998 წლის ფილმში "გაიცანით დიდლები". ამავე წელს მსახიობი მიიღებს თავის მომდევნო როლს ფილმში "პლეზანტვილი" ეს როლი მსახიობს ცნობილებას მოუტანს და მისი ნამუშევრების სია აივსება ნელნელა პოპულარული ახალი როლებით. 1999 წელს ის მონაწილეობას მიიღებს საკმაოდ წარმატებულ სურათებში "She's All That" და "Varsity Blues". მსახიობს უკვე მთავარი როლებს სთავაობდნენ. თავისი პირველი მთავარი როლი მან შეასრულა ფილმში ფორსაჟი. ამ სურათთის მოულოდნელი წარმატების გამო პოლ უოკერი ცნობილი გახდება არა მარტო აშშ–ში. "ფორსაჟის" გამოსვლის სამი თვის შემდეგ კიდევ ერთი ფილმის პრემიერა შედგა პოლ უოკერის მონაწილეობით მთავარ როლში – "Joy Ride". 2000 წელს მსახიობმა მიიღო პრემია "ახალგაზრდა ჰოლივუდი", 2001 წელს კვლავ "ახალგაზრდა ჰოლივუდი" და ჰოლივუდის კინოფესტევალის" პრიზი.
Thursday, December 23, 2010
Brad Pitt

დაბადების თარიღი: 18 დეკემბერი 1963
დაბადების ადგილი: შოუნი,ოკლახომა,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსორი
სიმაღლე: 1.80 მ
უილიამ ბრედლი პიტი დაიბადა 18 დეკემბერს 1963 წელს აშშ–ში, ქალაქ შოუნიში სამაგალითო ამერიკულ ოჯახში, ძალიან კეთილშობილურში და რელიგიურში. მსახიობის მამა მენეჯერად მუშაობდა სატვირთო მანქანების კომპანიაში, დედა კი ადგილობრივ სკოლაში – მასწავლებელად. ის სწავლობდა კიკაპოოს საშუალო სკოლაში, სადაც ის აქტიურად მონაწილეობდა დებატებში, სპორტში და თეატრში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის და სარეკლამო საქმის ფაკულტეტზე. მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია, ამის მაგივრად ის ჰოლივუდში გაემგზავრა სამსახიობო კარიერის დასაწყებად. იქ მან სახელი შეიცვალა, მაგრამ შეთავაზებული როლების რაოდენობაზე ამან არ იმოქმედა, და პიტს მოუწუა სხვადასხვა სახის სამუშაოებზე წასვლა, რომლებიც შორს იყვნენ შოუ–ბიზნსისგან. პარალერულად ის სამსახიობო კურსებზე დადიოდა იმისათვის, რომ თავის მიმზიდველი გარეგნობისთვის ცოტა პროფესიონალიზმიც დაამატებინა. ასე მან მიიღო პატარა როლი სერიალში 'დალასი' და რამოდენიმე სხვა სერიალში და მხატვრულ ფილმში. 1995 წელს პიტი ნომინირებული იყო 'ოსკარზე' და 'ოქროს გლობუსით' იყო დაჯილდოვებული როლისთვის ტერი ჯილიამის სურათში '12 მაიმუნი' (12 monkeys, 1995). 2000 წელს, მედიის მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსოფლიოში' აღიარებულმა მსახიობმა, გული გაუცრუა თავის უამრავ თაყვანისმცემელს, როდესაც ცოლად შეირთო მსახიობი ჯენიფერ ანისტონი.