Pages

Thursday, December 23, 2010

Brad Pitt

ნამდვილი სახელი: უილიემ ბრედ პიტი (William Bradly Pitt)
დაბადების თარიღი: 18 დეკემბერი 1963
დაბადების ადგილი: შოუნი,ოკლახომა,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსორი

სიმაღლე: 1.80 მ

უილიამ ბრედლი პიტი დაიბადა 18 დეკემბერს 1963 წელს აშშ–ში, ქალაქ შოუნიში სამაგალითო ამერიკულ ოჯახში, ძალიან კეთილშობილურში და რელიგიურში. მსახიობის მამა მენეჯერად მუშაობდა სატვირთო მანქანების კომპანიაში, დედა კი ადგილობრივ სკოლაში – მასწავლებელად. ის სწავლობდა კიკაპოოს საშუალო სკოლაში, სადაც ის აქტიურად მონაწილეობდა დებატებში, სპორტში და თეატრში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის და სარეკლამო საქმის ფაკულტეტზე. მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია, ამის მაგივრად ის ჰოლივუდში გაემგზავრა სამსახიობო კარიერის დასაწყებად. იქ მან სახელი შეიცვალა, მაგრამ შეთავაზებული როლების რაოდენობაზე ამან არ იმოქმედა, და პიტს მოუწუა სხვადასხვა სახის სამუშაოებზე წასვლა, რომლებიც შორს იყვნენ შოუ–ბიზნსისგან. პარალერულად ის სამსახიობო კურსებზე დადიოდა იმისათვის, რომ თავის მიმზიდველი გარეგნობისთვის ცოტა პროფესიონალიზმიც დაამატებინა. ასე მან მიიღო პატარა როლი სერიალში 'დალასი' და რამოდენიმე სხვა სერიალში და მხატვრულ ფილმში. 1995 წელს პიტი ნომინირებული იყო 'ოსკარზე' და 'ოქროს გლობუსით' იყო დაჯილდოვებული როლისთვის ტერი ჯილიამის სურათში '12 მაიმუნი' (12 monkeys, 1995). 2000 წელს, მედიის მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსოფლიოში' აღიარებულმა მსახიობმა, გული გაუცრუა თავის უამრავ თაყვანისმცემელს, როდესაც ცოლად შეირთო მსახიობი ჯენიფერ ანისტონი.

0 comments:

Post a Comment