Pages

Thursday, December 23, 2010

Brad Pitt

ნამდვილი სახელი: უილიემ ბრედ პიტი (William Bradly Pitt)
დაბადების თარიღი: 18 დეკემბერი 1963
დაბადების ადგილი: შოუნი,ოკლახომა,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსორი

სიმაღლე: 1.80 მ

უილიამ ბრედლი პიტი დაიბადა 18 დეკემბერს 1963 წელს აშშ–ში, ქალაქ შოუნიში სამაგალითო ამერიკულ ოჯახში, ძალიან კეთილშობილურში და რელიგიურში. მსახიობის მამა მენეჯერად მუშაობდა სატვირთო მანქანების კომპანიაში, დედა კი ადგილობრივ სკოლაში – მასწავლებელად. ის სწავლობდა კიკაპოოს საშუალო სკოლაში, სადაც ის აქტიურად მონაწილეობდა დებატებში, სპორტში და თეატრში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის და სარეკლამო საქმის ფაკულტეტზე. მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია, ამის მაგივრად ის ჰოლივუდში გაემგზავრა სამსახიობო კარიერის დასაწყებად. იქ მან სახელი შეიცვალა, მაგრამ შეთავაზებული როლების რაოდენობაზე ამან არ იმოქმედა, და პიტს მოუწუა სხვადასხვა სახის სამუშაოებზე წასვლა, რომლებიც შორს იყვნენ შოუ–ბიზნსისგან. პარალერულად ის სამსახიობო კურსებზე დადიოდა იმისათვის, რომ თავის მიმზიდველი გარეგნობისთვის ცოტა პროფესიონალიზმიც დაამატებინა. ასე მან მიიღო პატარა როლი სერიალში 'დალასი' და რამოდენიმე სხვა სერიალში და მხატვრულ ფილმში. 1995 წელს პიტი ნომინირებული იყო 'ოსკარზე' და 'ოქროს გლობუსით' იყო დაჯილდოვებული როლისთვის ტერი ჯილიამის სურათში '12 მაიმუნი' (12 monkeys, 1995). 2000 წელს, მედიის მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსოფლიოში' აღიარებულმა მსახიობმა, გული გაუცრუა თავის უამრავ თაყვანისმცემელს, როდესაც ცოლად შეირთო მსახიობი ჯენიფერ ანისტონი.

Thursday, November 25, 2010

Jennifer Lopez

      ნამდვილი სახელი: ჯენიფერ ლინ ლოპესი (Jennifer Lynn Lopez)
დაბადების თარიღი: 24 ივლისი 1970
დაბადების ადგილი: ბრონქსი ნიუ იორკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი

სიმაღლე: 1.68 მ




ჯენიფერ ლოპეზი 1970 წლის 24 ივლისს დაიბადა ბრონქსში, პუერტო–რიკოელის ოჯახში. იმის გარდა, რომ მან კინოში მიაღწია წარმატებას , ჯენიფერი ერთერთ ლათინოამერიკული ახალი ტალღის პოპ–ვარსკვლავად იქცა, რომელმაც მსოფლიოში წინა საუკუნის 90–ნ წლებში ჩაიარა. მისი მამა – დევიდ ლოპესი – ნიურკული კომპანია 'Guardian Insurance'-ის კომპიუტერული სპეციალისტი იყო. დედა - გვადალუპე, საბავშვო ბაღში მასწავლებელად მუშაობდა
ჯეი ლო (J. Lo), როგორც მას ხშირად ეძახიან ქალიშვილებიდან, შუათანაა. მას კიდევ ორი და ყავს – უფროსი და – ლესლი - საოპერო მომღერალი და დიასახლისი; უმცროსი ლინდა კი - კლუბ 'WKTU'-ს დიჯეი და ნიუიორკში ტელეარხის 'Channel 11'-ის დილის საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტი.


პირველი წარმატება ჯეი ლოსთან 1990 წელს მოვიდა, როცა 'ფოქსის' კომედიურ ტელესერიალში 'ცოცხალი ფერები' მიიწვიეს სათამაშოდ. მისი შემდეგი ნამუშევრები ტელევიზიაზე გახდა როლები ტელესერიალებში 'Second Chances' и 'Hotel Malibu' (ამ ტიტრებში ის მელინდა ლოპეზის სახელითაა აღნიშნული), ასევე სატელევიხიო ფილმში 'Nurses On The Line: The Crash Of Flight 7', რომელიც 1993 წელს იყო გადაღებული.
ჯენიფერის პირველი დებიუტიდიდ ეკრანებზე 1995 წელს გამოსული ფილმი გახდა 'Money Train', სადაც მან უესლი სანიპერთან და ვუდი ხარელსონთან ერთად ითამაშა. შემდეგ იყო როლი ფილმში «My Family, Mi Familia». ამ სურათში მონაწილეობისთვის ჯენიფერი ერთ მილიონ დოლარს მიიღებს და ყველაზე მაღალანასღაურებადი ლათინოამერიკელი მსახიობი ხდება კინოს ისტორიაში.

Friday, June 18, 2010

Nicole Kidman



ნამდვილი სახელი: ნიკოლ ქიდმანი (Nicole Kidman)

დაბადების თარიღი: 20 ივნისი 1967
დაბადების ადგილი: გონოლულუ,ჰავაი,აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუმერი

სიმაღლე: 1.79 მ




იმის მიუხედავად, რომ ნიკოლ კიდმანის უმეტესი თაყვანისმცემელი თვლის, რომ ის ავსტრალიიდანაა წარმოშვებით, მსახიობი სინამდვილეში ჰავაიზე დაიბადა (აშშ–ში), ქალაქ გონოლულუში. მისი მამა, პროფესიით ბიოქომისკოსი, იმ დროს სხვადასხვა გამოკვლევებით იყო დაკავებული აშშ–ს ტერიტორიეზე. ქალიშვილის დაბადების მერე ოჯახმა კიდევ რამოდენიმე წელი ვაშინგტონში გაატარა. თუმცა, როდესაც სამუშაო დასრულებული იყო, ნიკოლის მშობლებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს – ავსტრალიაში. უკვე ბავშვობაში ნიკოლმა გამოავლინა თავისი ნიჭირება – სამი წლის ასაკიდან ის ბალეტზე დადიოდა, მუსიკაზე, 10 წლისას მან დრამატიულ სკოლაში დაიწყო სიარული, რომლის შემდეგაც ახალგაზრდულ თეატრებში დაიწყო თამაში. 14 წლის ასაკში ნიკოლის ტელედებიუტი შედგა, შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა რამოდენიმე ტელეფილმში და ტელესერიალში მიიღო მონაწილეობა, რომლებისგან ავსტრალიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მინისერიალი 'ვიეტნამი' და 'ბანგკოკ ხილტონი'. მსახიობს შემდეგი წარმატება ფილიპ ნოისის ლენტამ 'Dead Calm' (1989) მოუტანა, რომლის შემდეგაც ნიკოლი ბოლოს და ბოლოს ჰოლივუდშ შეამჩნიეს – რეჟისორმა ტონი სკოტმა ის ტომ კრუზის შეყვარებულის როლზე დაპატიჟა სურათში 'Days of Thunder'( 1990). ის, ალბად ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს სიყვარული ეკრანებიდან სიცოცხლეში გადმოვა და მსახიობების ქორწინებით დასრულდება. ორი წლის მერე ტომი და ნიკოლი კვლავ ერთად გამოჩნდნენ სურათშ 'Far and away' (1992) და ' The Portrait of a Lady'(1996), რომლებშიც კიდმანმა თავისი ბრწყინვალე სამსახიობო ნიჭი გამოავლინა. მაგრამ ნიკოლმა გადაწყვიტა 'ინტელექტუარ'
ფილმებზე არ შეჩერებულიყო და 1997 წელს ჯორჯ კლუნისთან ერთად მძაფრ სიუჟეტიან ფილმში 'The Peacemake'(1997) ჯორჯ კლუნისთან და რომანტიულ ლენტაში 'Practical Magic' (1998) სანდრა ბალოქტან ერთად. ამ ფილმებს დიდი წარმატება არ ჰქონიათ; ბევრად დიდი ყურადღება მიიწვია მსახიობის დაბრუნებამ თეატრალურ სცენაზე. სპექტაკლმა 'ლურჯი ოთახი', რომელშიც ნიკოლმა რამოდენიმე როლი ითამაშა, სადაც ერთერთი სცენის დროს ის მაყურებლების წინ ის ბოლომდე უნდა გაშიშვლებულიყო, ანშლაგით ჩაიარა ლონდონის და ნიუ–იორკის თეატრებში და კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო. ბევრი ხმაური იყო ნიკოლ კიდმანის და ტომ კრუზის ლენტის ირგვლივ, რომელიც სტენლი კუბრიკმა გადაიღო 'Eyes Wide Shut' (1999), რომლის გადაღებები გასაიდუმლოებულად ჩატარდა, თუმცა ამ ლენტამ შედეგად საკმაოდ საწინააღმდეგო შეფასებები მიიღო კრიტიკოსების მხრიდან და მანაც დიდი წარმატება ვერ მოიპოვა

Wednesday, June 2, 2010

Penélope Cruz

ნამდვილი სახელი: პენელოპა სანჩეს კრუზი (Penélope Cruz Sánchez)
დაბადების თარიღი: 28 აპრილი 1974
დაბადების ადგილი:   მდრიდი,ესპანეთი
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი

სიმაღლე: 1.68 მ





პენელოპა კრუსი – ესპანელი მსახიობია, რომელიც ცნობილია პირველ რიგში პედრო ალმოდოროვის ფილმებით. დაიბადა 28 აპრილს 1974 წელს მადრიდში, მოვაჭრეს და პარიკმახერის ოჯახში. ბვშვობიდან გატაცებუი იყო ცეკვებით და ჯაზით, ცხრა წლიდან ესპანეთის ნაციონალური კონსერვატორიის მოსწავლე, სადაც კლასიკურ ბალეტს ცეკვავდა, და მოგვიანებით სერიოზულად დაკავდა ცეკვებით, სხვადასხვა საცეკვაო კურსებზე დადიოდა. 15 წლის ასაკში ტელეშოუში დაიწყო გადაღება და მუსიკალურ კლიპებში, და 1991 წელს შედგა მისი მსახიობის კინოდებიუტი ფილმში 'ბერძNული ლაბირინტი'. 1992 წელს გამოვიდა სურათი მისი მონაწილეობით 'სილამაზის ერა', რომელიც იყო ნაციონალურმა პრემიებმა აღნიშნეს და ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოური ფილმი უწოდა. მაგრამ პენელოპა ცნობილი გახდა მხოლოდ 1997 წელს, ფილმებში 'ცოცხალი ხორცი' და 'გაახილე თვალები' გადაღებების შემდეგ. 1999 წელს კენის ფესტივალი გაიხსნა ალმოდოვარას ფილმით მისი მონაწილეობით 'ყველაფერი დედაჩემის შესახებ', რის შემდეგაც მსახიობი ცნობილ მსახიობებთან ერთად იწყებს გადაღებებს, ასეთებთან , როგორიცაა მეტ დეიმონი, ჯონი დეპი, ნიკოლას ქეიჯი, სალმა ხაეკი, ტომ კრუზი და სხვები. ბოლო დასახელებულ მსახიობთან მას სამი წლის განმავლობაში რომანი ჰქონდა.

Sunday, May 23, 2010

Vin Diesel

 ნამდვილი სახელი: მარკ სინკლერ ვინსენტი (Mark Sinclair Vincent)
დაბადების თარიღი: 18 ივლისი 1967
დაბადების ადგილი: ნიუ იორკი,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,რეჟისიორი,სცენარისტი

სიმაღლე: 1.83 მ


ვინ დიზელი (ნამდვილი სახელი მარკ სინკლერ ვინსენტი /Mark Sinclair Vincent/, 1967 წელს დაბადებული) – ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი. პროდიუსერული კომპანიის One Race Productions დამფუძნებელი, ასევე თამაშების სტუდიის Tigon Studios. 2002 წელს სატელევიზიო მუსიკალური არხის MTV–ის პრემიით დაჯილდოვდა ნომინაციაში 'საუკეთესო საეკრანო გუნდი' დომინიკ ტეორეტოს როლისთვის ფილმში 'ფორსაჟი'. ათლეტიკურმა აღნაგობამ იგი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმების ერთერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად აქცა 2000 წლების დასაწყისში მთავარი რიოლების შემდეგ ფილმებში 'Pitch', ' The Chronicles of Riddick', 'The Fast and the Furious','xXx' და 'A Man Apart'. არის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში ' Hannibal', რომელიც ეკრანებზე 2009 წელს გამოვა. ასევე მსახიობმა უნდა ითამაშოს დაგეგმილ მეოთხე 'ფორსაჟში', სადაც კვლავ თავისი ცნობილი როლი დომინიკ ტორეტოს უნდა შეასრულოს. მარკ სინკლერ ვინსეტი დაიბადა 18 ივლისს 1967 წელს ნიუ–იორკის გრინვიჩ–ვილიჯის რეიონში, არც ისე შეძლებულ ოჯახში. დაბადებიდან თავის ტყუპ–ძმასთან პოლთან ერთად იზრდებოდა, რომელიც სულ არ გავდა ვინს. ბიების აღზრდით დედა იყო დაკავებული სახელად დოლორესი, რომელიც ჩვეულებრივი ფსიქიატრი იყო და ასტროლოგიით იყო გატაცებული. ოჯახი ნიუ–იორკის მრავალსართულიან ბინაში ცხოვრობდა და ფულის უკმარისობას განიცდიდა. ნამდვილ მამას მომავალი მსაიობი არ იცნობდა. იმის შემდეგაც , რაც ვინ დიზელი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, ჟურნალისტები მისი ეროვნებით არიან დაინტერესებულები: დადიოდა ჭორები, რომ მის წინაპრების შორის ინდოელები იყვნენ, იტალიელები და არაბებიც. მაგრამ მსახიობი ამ შეკითხვაზე ან ხუმრობით პასუხობს ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებს. 1970 წელს, უკვე სამი წლის ასაკში, ვინ დიზელმა აღმოაჩინა ინტერესი სამსახიობო საქმიანობისაკენ. ცირკში გამოსვლის ყურებისას ბიჭი კინაღამ შეუერთდა ცირკის მსახიობებს გამოსვლაში, მაგრამ ის დედამ შეაჩერა, რომელთანაც ერთად ის მოსული იყო. მიახლოვებით ამავე დროს ვინ დიზელს მამბილი გაუჩნდა ირვინი გერი უმცროსი და სამანტა და გერი ძმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ფინანსურ მხარეზე. მაგრამ ზუსტად მისმა მამობილმა, რომელიც თეათრის ხელმძღვანელად მუშაობდა და სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა ნიუ–იორკის უნივერსიტეტში, იმოქმედა ბიჭის მიზნებზე და ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ირვინს ხშირად დაყავდა თავისი ბავშვები თეატრალურ გამოსვლებზე და ფილმების პრემიერებზე. ვინ დიზელი სცენაზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. 1974 წელს, 7 წლის ასაკში, მან თანატოლებთან ერთად გადაწყვიტა ერთერთ თეატრში შეპარვა რეკვიზიტთან სათამაშოთ. მაგრამ სცენაზე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სპექტაკლის რეპეტიცია უტარდებოდათ. ვინ დიზელი თავის მეგობრებთან ერთად რეჟისორმა შენიშნა. პოლიციის გამოძახების მაგივრად ამ ქალმა ბავშვებს დაუძახა, ხელში სცენარი დააკავა და ტექსტის წაკითხვა სთხოვა როლების მიხედვით. ყველაზე კარგად ვინს გამოუვიდა, ამიტომაც ქალმა შესთავაზა მას ყოველი გამოსვლისთვის სცენაზე 20 დოლარი. ბიჭი აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ამ მომენტიდან მას სკოლის მერე უხდებოდა რეპეტიციებზე სიარული ყოველ დღე. მალევე შედგა პირველი სპექტაკლის პრემიერა ვინ დიზელის მონაწილეობით – 'კარი დინოზავრისთვის'. მისი გამოსვლა იმდეად წარმატებული იყო, რომ ამ მომენტიდან მან მსახიობის კარიერაზე დაიწყო ოცნებობა. 17 წლამდე ის თეატრის სცენაზე გამოდიოდა. ვინ დიზელის პირადი ცხოვრება იმ დროს მისი სამსახიობო კარიერისგან განსხვავებით არც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა. ბავშვობაში ის საშუალო სიმაღლის და გამხდარი იყო. თან მორცხვი ხასიათისაც იყო. ამიტომაც სკოაში თავის თანატოლზე შეყვარებულმი ვინი ვერ ბედავდა მასთან მიახლოვებას, მის ძმისგან პოლისგან განსხვავებით, რომელიც დისკოტეკებზე ძალიან პოპულარული იყო ამიტომაც რამოდენიმე წლის განმავობაში ვინ დიზელი სპორტდარბაზებში ვარჯიშობდა. 1984 წელს, 17 წლის ასაკში, მომავალი მსახიობი მიხვდა, რომ თეატრში მუშაობა მას კარგ შემოსავალს არ მოუტანს. ამ დროისთვის ის უკვე შევსებული ტანის დაკუნთული ახალგაზრდა ბიჭი გახდა. გარეგნობამ ხელი შეუწყო მანხეტენზე მდებარე ერთერთ პოპულარულ ღამის კლუბში 'გვირაბში' დაცვაში სამუშაოდ მოწყობაში. მაშნ შეცვალა მსახიობმა თავისი ნამდვილი სახელი 'ვინ დიზელზე' და თავის გადაპარსვა დაიწყო. კლუბშ მუშაობის სამი წლის განმავლობაში ვინმა პირად ცხოვრებაში წამატებებს მიაღწია, ასევე მოასწრო უამრავ ჩხუბში მონაწილეობის მიღება. იმავე დროს ვინ დიზელმა ხანტერ კოლეჯში ჩააბარა, სადავ ინგლისურ ენას და კლასიკურ ლიტერატურას შეისწავობდა.ამ დროს ის სცენარების დაწერასაც სწავლობდა, როგორც ამბობდა მსახიობი, თავისი ნიჭის გამოსაყენებლად როლების დაწერისთვის. 1987 წელს ის მიატოვებს კოლეჯში სწავლას და მობეზრებულ სამუშაოს კლუბში და მშობლიური ნიუ–იორკიდან ლოს–ანჟელესის დასაბყრობად გაემგზავრება. ვინ დიზელის სამსახიობო ნიჭი ჰოლივუდში მაშინ ვერავინ შეაფასა სათანადოთ. ცოტახანში ის მოახერხებს ტელევიზიაში მოწყობას ტელემაღაზიაში გამყიდვლად. ის დღეში 18 საათს მუშაობდა . მაგრამ მსახიობი ხვდებპდა, რომ გამყიდველი და კინოს ვარსკვლავი – სხვადასხვა რამეა. ამიტომაც ის ნიუ–იორკში გადაწყვბეტს დაბრუნებას. თავისი პირველი როლი ვინ დიზელმა შეასრულა 1990 წელს პენი მარშალის დრამაში 'გაღვიძება'. მსახიობი, რომელმაც სანიტარის შეუმჩნეველი როლი შეასრულა, ტიტრებშიც არ იყო ნახსენები. ფილმი კი მოგვიანებით 'ოკარის' პრემიაზე იყო ნომინირებული. მაშინ აჩუქა დედამ არც ისე წარმატებულ შვილს წიგნი 'ფილმის შემქმნა ერთი ძველი ავტომობილის ფასში', რომელიც რიკ შმიდტმა დაწერა. ამით მას უნდოდა ეთქვა, რომ ფილმის გადაღება შეიძლება საკუთარი ძალებითაც და მცირე თანხაში. მსახიობს აზრი მოეწონა და იმის შემდეგ, რაც წიგნი წაიკითხა დაიწყო სცენარის წერა სრულმეტრაჟიანი ლენტისთვის 'მაწანწალები'. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ სამუშაოს დასრულება აღემატება მის ძალებს. ამიტომაც გადაერთო რაღაც უფრო იოლზე და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ასე 1995 წელს რამოდენიმე დღის განმავლობაში ვინ დიზელმა დაწერა სცენარი და შეძლო ფილმის სახელწოდებით 'მრავალსახიანი' გადაღება მუსიკაზე, რომელიც მან თვითონ დაწერა და სადაც მთავარი როლიც თვითონ შეასრულა. 20 წუთიანი ფილმის გადაღებაზე მან 3000 დოლარი დახარჯა. გადაღებების დროს ვინ დიზელმა უამრავი უარყოფითი აზრი მოისმინა გარშემომყოფებისგან, ამიტომაც გადადო ის გაურკვეველი დროით გვერდზე. მაგრამ მამის მხარდაჭერამ მას ბოლომდე მიაყვანინა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოგვიანებით ის ნაჩვენები იყო 200 ადამიანისთვის მანხეტენის ერთერთ კინოთეატრში. შედეგად ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო და კანის კინოფესტივალზე აღოჩნდა 1995 წლის მაისში. ოთხი წლის შემდეგ, 1999 წელს 17 აგვისტოს, ფილმი გამოვიდა აშშ–ში DVD–ზე. ამ ფილმის ასეთი წარმატებამ ვინ დიზელი ლოს–ანჟელესში დააბრუნა, სადაც კვლავ დაიწყო ტელეგამყიდვლად მუშაობა და ფულის შეგროვება. ეს ფული მას თავისი პირველი ჩანაფიქრის 'მაწანწალების' გადაღებისთვის სჭირდებოდა. 1996 წელს 8 თვიანი სამუშაოს მერე ის თავის მეგობართან ჯონ სეილთან ერთად 50 ათასი დოლარი შეაგროვა, რამაც საშუალება მისცა გადაღებების დაეწყო. ვინ დიზელმა მთავარი როლი შეასრულა თავის სურათში – რიკა. 1997 წელს 18 იანვარს, ფილმი 'მაწანწალები' 'სანდესის 'კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები. სურათი კვლავ დადებითად იყო შეფასებული. მაგრამ ძალიან მალე ვინ დიზელი კვლავ დაბრუნდება ნიუ–იორკში ფულის უკმარისობის გამო. მაგრამ ძალიან მალე ვინ დიზელს დაუკავშირდება ეტივენ სპილბერგის ერთერთი აგენტი, რომელმაც შამჩნია დამწყები მსახიობი 'მაწანწალების' პრემიერის შემდეგ ფესტივალზე. აღმოჩნდა, რომ ცნობილ რეჟისორს მასთან შეხვედრა სურს. მათი ლაპარაკის შემდეგ სტივენ სპილბერგმა ვინ დიზელი დაპატიჟა ფილმში 'რიგითი რაინის გადარჩენის' გადაღებებზე, რომელშიც ერთერთ მთავარ როლს ტომ ხენკსი ასრულებდა.

Tuesday, April 20, 2010

Jencarlos Canela

სერიალ "ანხელის საიდუმლოს" ვარსკვლავმა ჯანკარლოს კანელამ უკვე მოასწრო ქართველი ქალბატონების გულების დაპყრობა, განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები გაუმიჯნურდნენ. კიდევ უფრო გაიზრდება მათი სიყვარული, როცა შეიტყობენ, რომ ჯანკარლოსი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მომღერალი და მოდელიც არის და თანაც, უცოლო. ჯანკარლოს კანელა 1988 წლის 21 აპრილს დაიბადა მაიამიში, ფლორიდაში. მართალია, ამერიკაშია დაბადებული, თუმცა მისი მშობლები კუბელები არიან, შესაბამისად, თავადაც წარმოშობით კუბელია.
2006 წელს მაიამიში ხელოვნების სკოლა დაამთავრა. მუსიკალური კარიერა კი 12 წლისამ დაიწყო. ძირითადად პოპმუსიკით იყო გატაცებული. 2002 წელს სიმღერების ჩაწერაც დაიწყო, როგორც სოლომომღერალმა. 2004 და 2005 წლებში "მის მსოფლიოსაც" კი აფორმებდა მომღერლისა და მოდელის რანგში. კანელა თვითონვე ქმნის სიმღერებს ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე, უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე, მოკლედ, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია. წელს სადებიუტო ალბომიც გამოუშვა, ასე რომ, მისი მუსიკალური კარიერა დიდი წარმატებით მიდის.


ხელოვნების კოლეჯის დამთავრების შემდეგ კანელამ სამსახიობო მოღვაწეობაც დაიწყო. ცნობილი ამბავია, რომ ლათინოამერიკული სერიალების დიდი ნაწილის გადაღება სწორედ მაიამიში მიმდინარეობს. ასე აღმოჩნდა კუბელ-ამერიკელი კანელა კოლუმბიურ სერიალებში. ჯერ იყო "სხვისი ცოდვები", მერე "დონა ბარბარა", ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი როლი კი "ანხელის საიდუმლოში" არგეს, სადაც პარტნიორობა სექსუალურმა გაბი ესპინომ გაუწია. ამ სერიალს "ტელემუნდოსთან" კონტრაქტი და დიდი წარმატება მოჰყვა. 2008 წელს კანელა ყველაზე სექსუალურ ლათინოამერიკელად აღიარეს, 2009-ში კი ყველაზე სექსუალურთა 50-ეულში მოხვდა.



"ჯერჯერობით ჩემი გული თავისუფალია"

- ჯანკარლოს, როგორ დაიწყო თქვენი გატაცება მსახიობობითა და მუსიკით?
- დავიწყე, როგორც მომღერალმა. ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი, როცა ჩემი სახლის ეზოში ავმღერდი. მახსოვს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ისხდნენ და ტაშს მიკრავდნენ. მაშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ საშინლად ვმღეროდი, უბრალოდ, მშობლები ჩემს წახალისებას ცდილობდნენ. მერე კი თეატრალური ხელოვნების გაკვეთილებზე დავიწყე სიარული, პროფესიულად მოვისურვე ცეკვის, ფორტეპიანოს, სიმღერის შესწავლა.

- სულ ახლახან შენი სადებიუტო დისკი გამოვიდა...
- ეს კიდევ ერთი გრანდიოზული მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთ-ერთი გაჰიტებული სიმღერა ექვს ენაზე ჩავწერე. ზოგიერთი ჩემი სიმღერა სერიალების საუნდტრეკებადაც იყო გამოყენებული.

- ახლახან ანხელი განასახიერე ახალ სერიალში "ანხელის საიდუმლო". რა მოგწონს ახალ როლში?
- ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. ეს ადამიანი ძალიან მგავს და სიამოვნებით განვასახიერე. გარდა ამისა, თეატრშიც ვარ დაკავებული, მიუზიკლებში ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში.

- რაც შეეხება სასიყვარულო ამბებს...
- ო, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჩვენს პროფესიაში ქალები ყველგან არიან, თუმცა მე ჯერ თავისუფალი ვარ, ამჯამად მეგობარი ქალი არ მყავს. ჯერ კარიერაზე ვზრუნავ.

- სექსუალურ მამაკაცად მიგიჩნევენ...
- მომწონს ეს ქათინაური, თუმცა ცოტა ვეჭვობ, მასეთი ვიყო. სექსუალურობა კარგ გარეგნობას გულისხმობს, მე კი საკმაოდ დიდი ცხვირი მაქვს და მგონი, ხალხი ჩემს ბევრ ნაკლს ვერ ხედავს... თუმცა კარგია, თუ ვერ ამჩნევენ, ეს მომწონს!

Wednesday, March 31, 2010

Angelina Jolie


ნამდვილი სახელი: ანჯელინა ჯოლი ვოი (Angelina Jolie Voight)
დაბადების თარიღი: 04 ივნისი 1975
აბადების ადგილი: ლოს ანჯელესი კალიფორნია აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი რეჟისორი

სიმაღლე: 1.73 მ

ანჯელინა ჯოლი – ვოიტი დაიბადა 4 ივნის 1975 წელს. მისი მშობლები – ცნობილი მსახიობი ჯონ ვოიტი, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა 1978 წელს როლისთვის სურათში 'სახლში დაბრუნება' და ყოფილი მოდელი მარსელინა ბერტრანი – განქორწინდნენ, როდესაც გოგონა მიახლოვებით ორი წლის იყო. მალევე დედა ანჯელინასთან და მის უფროს ძმასთან ჯეიმსთან ერთად ნიუ–იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჭორებისგან და მონათქვამებისგან შორს. ისინი სიღარიბეში ცხოვრობდნენ, თუმცა ადამიანები დარწმუნებულებ იყვნენ, რომ მსახიობის ოჯახს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა დასტინ ხოფმანთან ერთად ფილმში 'Midnight Cowboy', ფული თავსაყრელად უნდა ქონოდა. ანჯელინა ჯოლი ცხრა წლის ასაკში პირველად წაიყვანეს გასვენებაში– მისი ბაბუა გარდაიცვალა. გოგონა გაოგნებული იყო ამ ცერიმონიით – სამგლოვიარო კოსტუმები, ყვავილები საფლავზე, სევდიანი მუსიკა. მას მოეჩვენა, რომ ქვეყანაზე ამაზე მშვენიერი არაფერია! და იმ დროიდან მან მხოლოდ შავი ტანსაცმლის ტარება დაიწყო, სასაფლაოებზე სეირნობა და ბალზამირების ხელოვნებაზე წიგნების წაკითხვა. და ოცნებობდა ის ახლა არა სამსახიობო ცნობილებაზე, არამედ სამგლოვიარო ბიუროს მეპატრონეობაზე... ანჯელინა ჯოლიმ ცამეტი წლის ასაკიდან დაიწყო თავისი ცნობილი ცივი იარაღის კოლექციის შეგროვება – დანების, თოთხმეტი წლის ასაკში კი სახლში მეგობარი ბიჭი მოიყვანა, რომელთანაც ერთად 2 წელი იცხოვრა. მაგრამ ანჯელინას სიკვდილთან თამაშის მუდმივმა სურვილმა, დანებთან ექსპერემენტების ჩატარებამ (მისი ხელები სულ ჭრილობებში იყო) ბოლოს და ბოლოს მის ბოიფრენდს თავი მოაბეზრეს. თექვსმეტი წლის ასაკში ის კინაღამ დაიღუპა, ექიმებმა ის ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს – სახიფათო თამაში დასრულდა ძილის არტერიის უზარმაზარი ჭრილობით... და ზუსტად მაშინ წავიდა მისგან მისი მიგობარიც. იმ დროს მოსაგონებლად ანჯელინას სხეულზე უამრავი სვირინგი დარჩა იაპონური იეროგლიფების, ჯვრების და დრაკონების გამოსახულებით. ანჯელინა ჯოლიმ ადრე დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. დარბოდა მოსმენებზე, სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა, ცნობილ მუსიკალურ ჯგუფებთან ჩანაწერებს ამზადებდა. და ყველგან როგორც ჯოლი წარმოიდგენდა თავს – მამასთან არანაირი კავშირი მას არ სურდა. მისი პირველი დიდი როლი იყო ფილმი 'კიბორგი 2: შუშის ჩრდილი'. მაგრამ, როდესაც საკუთარი თავი იხილა ამ ფილმში, უზარმაზარი ზიზღის გრძნობა განიცადა. და კვლავ მასზე ამ ფაქტმა მძიმედ იმოქმედა... სიკვდილი მას კვლავ ძველებურად ეჩვენებოდა ბევრად უფრო მშვენიერ და მიმზიდველ, ვიდრე უგემური და მოსაწყენი ცხოვრება. მაგრამ მაინც ამ ცხოვრებასთან ანგარიშწორება მან ვერ გაბედა. და მაშინ ანჯელინამ გადაწყვიტა დაქირავება... პროფესიონალი ქილერის, რომ მას ის მოეკლა... მას საოცრად გაუმართლა, რადგან ამ ადამიანის სახით ის საკუთარ მფარველი–ანგელოზს შეხვდა. 'ვინ იცის, ცხოვრება ისეთი ცვლილებადია! იქნებ, უკვე მალე შეიცვლება ყველაფერი და შენ სიცოცხლის სურვილი გაგიჩნდება!' – ამ საყვარელმა და ძალიან სიმპატიურმა 'პროფესიონალმა' შეძლო გოგონას გადარწმუნება და ფულის გამორთმევაზეც უარი უთხრა. მეტი მას ის არასოდეს უნახავს... წინასწარმეტყველება ახდა. დედამ დაარწმუნა ის არ გადაეგდო მომდევნო გამოგზავნილი სცენარი, და მალევე ანჯელინა აღმოჩნდა ფილმი 'ხაკერების' გადასაღებ მოედანზე. რა თქმა უნდა სრული სისულელე, რაღაცა კომპიუტერების შესახებ – მოკლედ, კინო თინეიჯერებისთვის. სამაგიეროდ ის გადაღებებზე ახალგაზრდა ინგლისელ მახიობს შეხვდა ჯონი ლი მილერს. მათ ერთმანეთი პირველი შეხედვიდან შეუყვარდათ. ჯონის მისი ნახევარი სიტყვიდან ესმოდა. მათი ქორწილი დიდი ხნით დაამახსოვრდა ყველას. ახალგაზრდები ეკლესიაში შავ შარვლებში და თეთრ მაისურებში გამოჩნდნენ. პატარძალს ზურგზე საქმროს სახელი იყო დაწერილი სისხლით. როდესაც ანჯელინა ჯოლი ჯონის გაყვა ცოლად, მან ცხოვრებას და კინოს გემო გაუგო, დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა უამრავ გადაღებებში. სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში გადაღებების გამო მათ არც ისე ბევრი დრო გაყავდათ ერთად. ზუსტად ამიტომაც ანჯელინას ჯონის კომპიუტერული თამაშების სიყვარულმა გაღიზიანება დაუწყო, განსაკუთრებით მისმა ყველაზე საყვარელმა... განსაკუთრებით ქმრის საყვარელმა თამაშმა – 'ლარა კროფტი'. მოკლედ ქორწინება მხოლოდ ნახევარი წელი გრძელდებოდა. ამბობენ, რომ წლების შემდეგ ანჯელინა ჯოლი დათანხმდა როლზე, რომელმაც ის სუპერვარკვლავად აქცია, ბლოკბასტერში გადაღებუის ამ კომპიუტერული თამაშის მოტივებზე. ანჯელინას ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სამსახიობო სამუშაოს მიმართ. ამიტომაც როდესაც მან ფსიქოლოგიურ დრამაში ითამაში 'ჯია', სადაც იტალიური მოდელის როლიშეასრულა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული, ნაჯელინამ გადაწყვიტა თავზე სპეციალური საკრავი არ დაედო, არამედ თავი გადაეპარსა... მან კატეგორიული უარი სთქვა ფილმში 'ჩარლის ანგელოზები' მონაწილეობაზე, მაგრამ დათანხმდა როლზე ფილმში 'Gone in Sixty Seconds' ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით. 45 წლის ბილი ბობ ტორნტონს, ასევე სკანდალური ჰოლივუდის ქრონიკების მუდმივ გმირს, მეგობრები ხშირად ეუბნებოდნენ: 'შენ აუცილებლად უნდა გაიცნო ეს მსახიობი. მას ანჯელინა ჯოლი ჰქვია. თქვენ უბრალოდ შექმნილები ხართ ერთმანეთისთვის.' ისინი შეხვდნენ ფილმის 'Pushing Tin' გადაღებებზე და მაშინათვე ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ დროიდან ისინი სცდილობდნენ ერთმანეთს არ გაშორებულიყვნენ, თმცა ვერც აფიშირებდნენ თავის ურთიერთობებს: ბილი უკვე იყო დანიშნული მსაიობთან ლორა დერნთან, ანჯელინას კი ჯერ ჯონისთან განქორწინება უნდა გაეფორმებინა. პირველად საზოგადოებაში ისინი გამოჩნდნენ 2000 წლის მარტში, როდესაც ანჯელინა ოსკარით დაჯილდოვდა მეორე ხარისხოვანი როლისთვის ფილმიში ' შეწვეტილი სიცოცხლე'. ქორწილი კი ლას ვეგასში ითამაშეს. ცერიმონიაზე, რომელიც მათ 189 დოლარი დაუჯდათ, ისინი მოვიდნენ, რა თქმა უნდა, ჯინსებში და მაისურებში... ახალდაქორწინებულები მართლაც ერთმანეთს უზომოდ უხდებოდნენ და ერთმანეთის ესმოდათ. მათ არასოდეს გაუკეთებიათ ერთმანეთისთვის ბანალური საუქრები. მაგალითად ბილიმ საყვარელ ქალს ერთხელ აჩუქა პატარა ღორი მისს ფიგი, ჯოლიმ კი საპასუხოდ მას 10 ათას დოლარად ლაკის საბილიარდო მაგიდა. მაგრამ მათი იდილია კინომ დაამსხვრია. ამ ჯერად ანჯელინას მოუწია მონაწილეობა ფილმში 'საზღვრის მეორე მხარეს', სადაც საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლის როლი შეასრულა. გადაღებების მერე ანჯელინა აფრიკაში გაემგზავრა კომბოჯაში . სადაც მსახიობი იმდენად გაოგნებული იყო ნანახით, რომ მილიონი დოლარი გადარიცხა ერთერთ ბავშთა თავშესაფარში. ამ თავშესაფარში მან ნახა პატარა ბავში და დაიფიცა, რომა მაც იქიდან წაიყვანდა. მან მოახერხა ბილის დარწმუნებაც მასთან ერთად კომბოჯაში გაფრენილიყო, თუმცა ის, როგორც ცნობილია თვითმფრინავებს ვერ იტანს. ის უკვე მაშინ არ იყო დიდათ კმაყოფილი ამ იდეით, მაგრამ ნახევარი წლის მანძილზე, სანამ ქაღალდებს აფრომებდნენ, ამბობდა, რომ არ არის წინააღმდეგი ოჯახის გაფართოვებაზე. თან ანჯელინამ ხელი მოაწერა იმ დროს 'ლარა კროფტის' კიდევ ორ სერიაში მონაწილეობაზე და იძულებული იყო სამი წლის განმვლობაში ბავში არ გაეჩინა. მაგრამ, როდესაც მათ სახლში რვა თვის ბავშვი გაჩნდა, სახელად მედოქსი, ყველაფერი შეიცვალა. ის სულ ბავშთან ატარებდა დროს და სულ დაივიწყა მოსიყვარულე მეუღლის ვალდებულებებზე. ღამითაც ბავშს მათთან ერთად ეძინა. მოკლედ მათი ქორწინებაც დასასრულს მოუახლოვდა ძალიან მალე.      

Will Smith


ნამდვილი სახელი: უილიამ კრისტოფერ სმიტი (Willard Christopher Smith)
დაბადების თარიღი: 25 სექტემბერი 1968
დაბადების ადგილი: ფინლანდია,პენსილვანია,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,კომპოზიტორი
სიმაღლე: 1.88 მ

უილარდ კრისტოფერ სმიტ–უმცროსი 25 სექტემბერს დაიბადა 1968 წელს ფილადელფიაში. ფილადელფიაშივე მან გაიცნო მუსიკოსი ჯეფ ტაუსონი, მალევე კი მასთან ერთად მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა 1980 წლებში როგორც ხიპ–ხოპის დუეტის DJ Jazzy Jeff & the Fresh Prince მონაწილე, რომელიც პირველი დაჯილდოვდა 'გრემით' რეპის საუკეთესო შესრულებისთვის. 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა პოპულარულ ტელესერიალში «The Fresh Prince of Bel-Air». ამ ადრინდელ წლებში უილი გამოდიოდა ფსევდონიმით the Fresh Prince. 1990 წლებში უილ სმიტის კარიერა, როგორც მოზარდების კუმირის დასრულდა, თუმცა მსახიობმა შეძლო პოპულარობის დაბრუნება, როდესაც მთავარი როლები შეასრულა ბლოკბასტერებში 'დამოუკიდებლობის დღე'(1996) და 'ადამიანები შავებში'(1997), ამ ფილმების მუსიკალურმა თემებმა კი (სმიტის შესრტულებით) ბრიტანული ჩარტების პირველი ადგილები დაიკავა. 1998 წელს მისმა კომპოზიციამ «Gettin' Jiggy wit' It» (რომელიც დისკო–ხიტზე Sister Sledge «He’s the Greatest Dancer» არის დაფუძნებული) ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო ხიტ–პარადის – Billboard Hot 100 პირველ ადგილზე მოხდა. უილ სმიტმა უარი თქვა მთავარ როლზე 'მატრიცაში', რადგან გადაწყვიტა კომედიაში კოვბოებზე ეთამაშა 'ველური, ველური დასავლეთი'. ფილმი ჩაფლავდა, თუმცა მუსიკალურმა თემამ კვლავ ამერიკული ჩარტების პირველი ადგილები დაიკავა. 2000 წლებში სმიტმა უფრო სერიოზულ კინოსამუშაოზე გაამახვილა ყურადღება. მუხამედ ალის როლებისთვის ერთსახელოვან ბაიოპიკში 2001 წელს 'ოსკარის' პრემიაზე იყო ნომინირებული; მისი მეორე ნომინირება ამ პრემიაზე 2006 წელს მოხდა. 


Thursday, March 18, 2010

Selena Gomez


ნამდვილი სახელი: სელენა მარია გომეზი (Selena Marie Gomez)
დაბადების თარიღი: 22 ივლისი 1992
დაბადების ადგილი: ტეხასი, აშშ
პროფესია: მსახიობი

სიმაღლე: 1.65

მსელენა გომეზი დაიბადა 22 ივლის 1992 წელს ტეხასის შტატში. მისი მამა მექსიკიდანაა წარმოშვებით, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია. მოზარდმა სელენამ მას ულტიმატუმი წარუყენა. თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურს, და არანაირი სხვა პროფესია არ უნდა. დედამ ქალიშვილის თხოვნა გაითვალისწინა და სერიოზულად მიიღო.

უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომეზმა თავისი პირველი კასტინგი გაიაქრა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში 'ბარნი და მისი მეგობრები', მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.
გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული პირდაპირ გადასაღებ მოედანზე. სელენას მოულოცა ყველა კონკურსანტმა და მათმა მშობლებმა. პროდიუსერებმა კი გოგონა პრეტენდენტების ჯგუფიდან გამოყო. სელენა გომეჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში სერიალის 'ბარნი და მეგობრები', ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს. ლამაზი გოგონა სათამაშოებს უკეთებდა რეკლამას, მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს.
2004 წელს, როდესაც ის 12 წლის იყო, სელენამ გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში, რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებული დისნეის პროექტებში, მაგალთად ტელესერიალში 'ხანტა მონტანა'. როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორია არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.
"ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი."
ასე თუ ისე, 15 წლის სელენას ჰქონდა უკვე 15 კინოროლი შესრულებული ჰქონდა. ახლა სელენა დიდი სიამოვნებით თამაშბს ფილმებში, სიმღერას სწავლობს და თავის პირველ ალბომებს იწერს, საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობს

Wednesday, March 17, 2010

Orlando Bloom


ნამდვილი სახელი: ორლანდო ჯონატან ბლენხარდ ბლუმი (Orlando Jonathan Blanchard Bloom)
დაბადების თარიღი: 13 იანვარი 1977
დაბადების ადგილი: ქენტერბერი,ქენტ,ინგლისი

პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი

სიმაღლე: 1.79 მ

ორნალდო ჯონოტან ბლენხარდ ბლუმი დაიბადა ინგლისში ქალაქ კენტერბერიში 13 იანვარს 1977 წელს. 16 წლისას ორნალდო ბლუმი ლონდონში გაემგზავრება, სადაც ორი წლის განმავლობაში წარმატებულად გამოდის ნაციონალურ ახალგაზრდულ თეატრში. ის მიაღწევს იმასაც, რომ მას სტიპენდიას დაუნიშნავენ სამსახიობო ხელოვნების ბრიტანეთის ამერიკულ აკადემიაში სწავლისთვის. როლის შემდეგ სპექტაკლში 'ვენის ტყეებში გასერინება' , რომელიც აკადემიის დასრულების დროს შეასრულა, ორნალდო ბლუმი მიიღებს პატარა როლს ბრაიან გილბერტის ფილმში «Wilde», რომელიც კინოგაქირავებში 1997 წელს გამოვიდა და კრიტიკოსებმა ის მიწასთან გაასწორეს. ამ ეპიზოდურმა როლმა საფუძველი დაუდო მის კარიერას კინოში. მას საკუთარი აგენტი გაუჩნდა, რომლის დახმარებით 1999 წელს ორნალდო ბლუმმა მიიღო ერთერთი მთავარი როლი პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში 'ბეჭედთა მბრძანებელი', რომელმაც ის კინოეკრანის კაშკაშა ვარსკვლავად აქცია. მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ ორი წლის შემდეგ. მანამ კი ბლუმი სასწავლებლად ჩააბარებს პრესტიჟულ მუსიკის და დრამის ჰილდხოლის სკოლაში. ამ სკოლაში სწავლობდნენ ევან მაკგრეგორი, ბენ ჩაპლინი, ჯოზეფ ფაინსი და სხვა ცნობილი მსახიობები. სწავლის დროს ბლუმი ბევრ დროს დაუთმობს თეატრში თამაშს. მისი მონაწილეობით სპექტაკლების შორის – მსოფლიო და რუსული დრამატურგიის შედევრებია(ისეთები ტოგორ სოფოკლის 'ანტიგონა', იბსენის 'პეტრე გიუნტი', შექსპირის 'მეთორმეტე ღამე', ჩეხოვის 'სამი და' და სხვები). თან ბლუმი მონაწილეობას მიიღებს ბრიტანული ტელეშოუს «Causality» და «The Ben Elton Show» გადაღებებში, და ასევე ტელესერიალებში 'ინგლისური მკვლელობა' და 'უბედური შემთხვევა' სცდის ძალებს.
ის შესანიშნავად შეასრულებს ელფის ლეგოლასის როლს პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში "ბეჭედთა მბრძანებელი", რომელიც კინოგაქირავებაში 2001 წელს გამოვიდა. ფილმის პრემიერის შემდეგ ბლუმს ვარსკვლავად გაეღვიძა. რეჟისორები რიგს იკავებდნენ ბლუმის მოსაწვევად თავის სურათებში, თაყვანისმცემელი გოგონები კი გასავალს არ აძლევდნენ.
მომდევნო წლების განმავლობაში ორნალდო მონაწილეობას იღებდა დაბალბიუჯეტიან ფილმებში და ისეთ ეპოქურებში, როგორებიცაა "ტროია", "კარიბის ზღვის მეკობრეები", "ელიზაბეტტაუნი", "ზეციური სამეფო" და ა.შ


John Depp


ნამდვილი სახელი: ჯონი კრისტოფერ დეპი (John Christopher Depp)
დაბადების თარიღი: 09 ივნისი 1963
დაბადების ადგილი: ოვესბორო კენტუკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი კომპოზიტორი სცენარისტი რეჟისორი
სიმაღლე: 1.78 მ

ჯონ კრისტოფერ დეპი (John Christopher Depp), ან როგორც უფრო კარგადაა ცნობილი ჯონი დეპი, დაიბადა 9 ივნისს 1963 წელს ოუნსბოროში(კენტუკუს შტატი, აშშ). სანამ დაიწყებდა სამსახიობო კარიერას, ჯონი დეპმა მოასწრო თხუტმეტზე მეტ როკ–ჯგუფში დაეკრა. მისი დებიუტი გახდა უეს კრევენის კლასიკური საშინელებათა ფილმი 'A Nightmare on Elm Street', რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო 1984 წელს, შემდეგ კი პატარა როლები შეასრულა რამოდენიმე ფილმში, მათ რიცხვში ოლივერ სტოუნის 'Platoon'. საქვეყნო ცნობილება მსახიობს მოუტანეს ფილმებმა 'მტირალა'(1990) ჯონ უოტერსის და ტიმ ბერტონის 'ედვარდ ხელები – მაკრატელი'(1990). კარგად გამოაჩინა თავი ჯონი დეპმა სურათში 'დონ ჟუან დე მარკო'(1995), როდესაც ლეგენდარული საყვარლის როლი შეასრულა – ასეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორიცაა მარლონ ბრანდო და ფე დანაუეი.

Charlize Theron


ნამდვილი სახელი: შარლიზ ტერონი (Charlize Theron)
დაბადების თარიღი: 07 აგვისტო 1975
დაბადების ადგილი: ბენონი გაუტენგი სამხრეთ აფრიკა
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.77 მ

შარლის ტერონი 1975 წლის 7 აგვისტოს დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ბენონში. ის პროფესიონალური ბალეტით იყო დაკავებული, თოთხმეტი წლის ასაკში კი ფოტომოდელი გახდა. როდესაც გოგონას თექვსმეტი წელი შეუსრულდა, ის, მამის გარდაცვალების შემდეგ(შარლიზის დედამ ის სასიკვდილოდ დაჭრა, როდესაც თავდასხმისგან იცავდა თავს), მილანში გააგზავნეს. მაგრამ მალევე სამოდელო ბიზნესმა შარლიზ თავი მოაბეზრა, და ის კვლავ ბალეტს დაუბრუნდა. შარლიზ ტერონი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად, დაიწყო ცეკვა დასში სახელწოდებით 'ჯოფი–ბალეტი', თუმცა მუხლის დაზიანებამ მის მოცეკვავეს კარიერას ხაზი გადაუსვა. დედამ დაარწმუნა შარლიზი ჰოლივუდში გამგზავრებულიყო. ის თვრამეტი წლის იყო, ლოს–ანჟელესში ის არავის იცნობდა, მაგრამ უკვე ორ კვირაში მას აგენტი გაუჩნდა. (მისი ყურადღება მიმზიდველი ქერა ქალის სკანდალმა გამოიწვია სასტუმროს კარის–კაცთან, რომელმაც უარი სთქვა მისი ჩეკის მიღებაზე.) რვა თვეში შარლიზ ტერონი, რომელმაც სასახიობო ხელოვნების კურსებზე დაიწყო სიარული, თავისი პირველი პატარა როლი მიიღო ' Children of the Corn III' (1994), შემდეგ მძაფრ სიუჟეტიან ფილმში მიიღო მონაწილეობა ' 2 Days in the Valley' და ტომ ხენკსის სარეჟისორო დებიუტში 'That Thing You Do!' შემდეგ წელს ახალგაზრდა მსახიობმა შეასრულა თავისი ცნობილი როლი მისტიკურ ტრილერში 'The Devil's Advocate', კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიბყრო სურათმა ' Mighty Joe Young'(1998). 1999 წელი აღნიშნულია მისი მონაწილეობით ფანტასტიკურ ლენტაში 'ასტრონავთის ცოლი' და ჯონ ირვინგის რომანის ეკრანიზაციაში 'The Cider House Rules'. 2000 წელს ეკრანებზე გამოვიდა ჯონ ფრანკენხაიმერის თრილერი შარლიზ ტერონის მონაწილეობით – 'აზარტული თამაშები'.