Pages

Thursday, November 25, 2010

Jennifer Lopez

      ნამდვილი სახელი: ჯენიფერ ლინ ლოპესი (Jennifer Lynn Lopez)
დაბადების თარიღი: 24 ივლისი 1970
დაბადების ადგილი: ბრონქსი ნიუ იორკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი

სიმაღლე: 1.68 მ




ჯენიფერ ლოპეზი 1970 წლის 24 ივლისს დაიბადა ბრონქსში, პუერტო–რიკოელის ოჯახში. იმის გარდა, რომ მან კინოში მიაღწია წარმატებას , ჯენიფერი ერთერთ ლათინოამერიკული ახალი ტალღის პოპ–ვარსკვლავად იქცა, რომელმაც მსოფლიოში წინა საუკუნის 90–ნ წლებში ჩაიარა. მისი მამა – დევიდ ლოპესი – ნიურკული კომპანია 'Guardian Insurance'-ის კომპიუტერული სპეციალისტი იყო. დედა - გვადალუპე, საბავშვო ბაღში მასწავლებელად მუშაობდა
ჯეი ლო (J. Lo), როგორც მას ხშირად ეძახიან ქალიშვილებიდან, შუათანაა. მას კიდევ ორი და ყავს – უფროსი და – ლესლი - საოპერო მომღერალი და დიასახლისი; უმცროსი ლინდა კი - კლუბ 'WKTU'-ს დიჯეი და ნიუიორკში ტელეარხის 'Channel 11'-ის დილის საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტი.


პირველი წარმატება ჯეი ლოსთან 1990 წელს მოვიდა, როცა 'ფოქსის' კომედიურ ტელესერიალში 'ცოცხალი ფერები' მიიწვიეს სათამაშოდ. მისი შემდეგი ნამუშევრები ტელევიზიაზე გახდა როლები ტელესერიალებში 'Second Chances' и 'Hotel Malibu' (ამ ტიტრებში ის მელინდა ლოპეზის სახელითაა აღნიშნული), ასევე სატელევიხიო ფილმში 'Nurses On The Line: The Crash Of Flight 7', რომელიც 1993 წელს იყო გადაღებული.
ჯენიფერის პირველი დებიუტიდიდ ეკრანებზე 1995 წელს გამოსული ფილმი გახდა 'Money Train', სადაც მან უესლი სანიპერთან და ვუდი ხარელსონთან ერთად ითამაშა. შემდეგ იყო როლი ფილმში «My Family, Mi Familia». ამ სურათში მონაწილეობისთვის ჯენიფერი ერთ მილიონ დოლარს მიიღებს და ყველაზე მაღალანასღაურებადი ლათინოამერიკელი მსახიობი ხდება კინოს ისტორიაში.

0 comments:

Post a Comment