Pages

Tuesday, April 20, 2010

Jencarlos Canela

სერიალ "ანხელის საიდუმლოს" ვარსკვლავმა ჯანკარლოს კანელამ უკვე მოასწრო ქართველი ქალბატონების გულების დაპყრობა, განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები გაუმიჯნურდნენ. კიდევ უფრო გაიზრდება მათი სიყვარული, როცა შეიტყობენ, რომ ჯანკარლოსი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მომღერალი და მოდელიც არის და თანაც, უცოლო. ჯანკარლოს კანელა 1988 წლის 21 აპრილს დაიბადა მაიამიში, ფლორიდაში. მართალია, ამერიკაშია დაბადებული, თუმცა მისი მშობლები კუბელები არიან, შესაბამისად, თავადაც წარმოშობით კუბელია.
2006 წელს მაიამიში ხელოვნების სკოლა დაამთავრა. მუსიკალური კარიერა კი 12 წლისამ დაიწყო. ძირითადად პოპმუსიკით იყო გატაცებული. 2002 წელს სიმღერების ჩაწერაც დაიწყო, როგორც სოლომომღერალმა. 2004 და 2005 წლებში "მის მსოფლიოსაც" კი აფორმებდა მომღერლისა და მოდელის რანგში. კანელა თვითონვე ქმნის სიმღერებს ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე, უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე, მოკლედ, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია. წელს სადებიუტო ალბომიც გამოუშვა, ასე რომ, მისი მუსიკალური კარიერა დიდი წარმატებით მიდის.


ხელოვნების კოლეჯის დამთავრების შემდეგ კანელამ სამსახიობო მოღვაწეობაც დაიწყო. ცნობილი ამბავია, რომ ლათინოამერიკული სერიალების დიდი ნაწილის გადაღება სწორედ მაიამიში მიმდინარეობს. ასე აღმოჩნდა კუბელ-ამერიკელი კანელა კოლუმბიურ სერიალებში. ჯერ იყო "სხვისი ცოდვები", მერე "დონა ბარბარა", ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი როლი კი "ანხელის საიდუმლოში" არგეს, სადაც პარტნიორობა სექსუალურმა გაბი ესპინომ გაუწია. ამ სერიალს "ტელემუნდოსთან" კონტრაქტი და დიდი წარმატება მოჰყვა. 2008 წელს კანელა ყველაზე სექსუალურ ლათინოამერიკელად აღიარეს, 2009-ში კი ყველაზე სექსუალურთა 50-ეულში მოხვდა.



"ჯერჯერობით ჩემი გული თავისუფალია"

- ჯანკარლოს, როგორ დაიწყო თქვენი გატაცება მსახიობობითა და მუსიკით?
- დავიწყე, როგორც მომღერალმა. ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი, როცა ჩემი სახლის ეზოში ავმღერდი. მახსოვს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ისხდნენ და ტაშს მიკრავდნენ. მაშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ საშინლად ვმღეროდი, უბრალოდ, მშობლები ჩემს წახალისებას ცდილობდნენ. მერე კი თეატრალური ხელოვნების გაკვეთილებზე დავიწყე სიარული, პროფესიულად მოვისურვე ცეკვის, ფორტეპიანოს, სიმღერის შესწავლა.

- სულ ახლახან შენი სადებიუტო დისკი გამოვიდა...
- ეს კიდევ ერთი გრანდიოზული მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთ-ერთი გაჰიტებული სიმღერა ექვს ენაზე ჩავწერე. ზოგიერთი ჩემი სიმღერა სერიალების საუნდტრეკებადაც იყო გამოყენებული.

- ახლახან ანხელი განასახიერე ახალ სერიალში "ანხელის საიდუმლო". რა მოგწონს ახალ როლში?
- ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. ეს ადამიანი ძალიან მგავს და სიამოვნებით განვასახიერე. გარდა ამისა, თეატრშიც ვარ დაკავებული, მიუზიკლებში ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში.

- რაც შეეხება სასიყვარულო ამბებს...
- ო, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჩვენს პროფესიაში ქალები ყველგან არიან, თუმცა მე ჯერ თავისუფალი ვარ, ამჯამად მეგობარი ქალი არ მყავს. ჯერ კარიერაზე ვზრუნავ.

- სექსუალურ მამაკაცად მიგიჩნევენ...
- მომწონს ეს ქათინაური, თუმცა ცოტა ვეჭვობ, მასეთი ვიყო. სექსუალურობა კარგ გარეგნობას გულისხმობს, მე კი საკმაოდ დიდი ცხვირი მაქვს და მგონი, ხალხი ჩემს ბევრ ნაკლს ვერ ხედავს... თუმცა კარგია, თუ ვერ ამჩნევენ, ეს მომწონს!

2 comments:

ani said...

Es Tu 50-shi moxvda, aba pirvel adgilze vin gavida? :))

Unknown said...

XOXO..

Post a Comment